თავში

კორონავირუსმა ელექტრონულ კომერციაზე მოთხოვნა გაზარდა

კორონავირუსმა ელექტრონულ კომერციაზე მოთხოვნა გაზარდა
კორონავირუსმა ელექტრონულ კომერციაზე მოთხოვნა გაზარდა

COVID-19-თან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური იარაღი სოციალური დისტანცირება. სწორედ ამიტომ ონლაინ მაღაზიებზე მოთხოვნა გაიზარდა.

მოთხოვნის განსაკუთრებული ზრდა შეინიშნება სურსათსა და ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ნივთებზე.

Nielsen-ის კვლევის მიხედვით, კარანტინის გამოცხადებამდე, იტალიასა და ესპანეთში სწრაფი მოხმარების საგნებისა და სურსათის გაყიდვები 82% და 28%-ით (წლიდან წლამდე) გაიზარდა, მაშინ როდესაც ჯამური სექტორის ზრდამ მხოლოდ 11% და 7% შეადგინა. 

ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნის ზრდამ პრობლემები შეუქმნა ონლაინ გაყიდვის არხებს. ქვეყნის მოწინავე სუპერმარკეტების ქსელში Tesco-სა და Sainsbury’s-ში, ონლაინ შეკვეთის განთავსებაზე 3 კვირიანი რიგი წარმოიშვა. მოთხოვნის არანორმალური ზრდა ყველაზე მეტად თვალსაჩინო იყო ონლაინ სუპერმარკეტ Ocado-ში, რომელსაც მოუწია ვებ-გვერდის დროებით გათიშვა, ახალი მომხმარებლების რეგისტრაციის შეწყვეტა და ელექტრონული რიგის სისტემის დანერგვა. ასევე თითქმის გაორმაგდა საშუალო შეკვეთის ღირებულებაც.

კვლევის მიხედვით, საერთაშორისო გამოცდილება ქმნის იმ მოლოდინს, რომ ონლაინ კომერციის წილი მთლიან ვაჭრობაში გაიზრდება სხვა ქვეყნებშიც და რა თქმა უნდა საქართველოც არ იქნება გამონაკლისი.

ონლაინ მოთხოვნის გაზრდა საგრძნობლად შესამჩნევია ონლაინმაღაზიებისთვის. მოთხოვნა გაზრდილია პროდუქტის ყველა კატეგორიაზე, განსაკუთებით საკვებ-პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე, თუმცა კვლევაში აღნიშბულია, რომ მთავრობის მიერ რიგი პროდუქტების ონლაინ რეალიზიის დროებით აკრძალვამ ნეგატიური გავლენა იქონია ამ პროცესზე. 

კვლევაში აღნიშნულია, რომ კრიზის შემგომ პერიოდშიც გაზრდილი მოთხოვნა დიდი ალბათობით შენარჩუნებული იქნება. 

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ გახარიას 60-მა ონლაინმოვაჭრე კომპანიამ მიმართა განცხადებით, აღდგეს პნლაივაჭრობა სრულად, თუმცა გახარიამ მათ მოგვიანებით ბრიფინგზე მოთმინებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მინიმუმ 2 კვირა ონლაინვაჭრობა არ აღდგება მოქალაქეთა უსაფრთხოების გამო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system