თავში

ქვეყნებში, სადაც აზერბაიჯანული გაზი შედის, ფასის კრიზისი არ ყოფილა - ილჰამ ალიევი

ქვეყნებში, სადაც აზერბაიჯანული გაზი შედის, ფასის კრიზისი არ
ქვეყნებში, სადაც აზერბაიჯანული გაზი შედის, ფასის კრიზისი არ ყოფილა - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანისთვის, ჩვენი მეზობლებისთვის და ევროპისთვის სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის დასრულება ისტორიული მიღწევა იყო, რადგან იგი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორი და  დივერსიფიკაციის ინსტრუმენტია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს VIII გლობალური ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 14 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი გადაიტანა თურქეთში, საქართველოში, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში. შეიძლება ითქვას, რომ ამ მოცულობის ნახევარი ევროკავშირის მომხმარებლებმა გამოიყენეს.

"იმ ქვეყნებში, სადაც აზერბაიჯანული გაზი შედის, ფასის კრიზისი არ ყოფილა და არავინ გაყინულა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამხრეთის გაზის დერეფანი არის ენერგეტიკული უსაფრთხოების პროექტი", - განაცხადა  ილჰამ ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system