თავში

Decanter Asia-ზე ქვევრის საფერავმა პლატინის ჯილდო მოიპოვა

ქვევრის საფერავმა პლატინის ჯილდო მოიპოვა
Decanter Asia-ზე ქვევრის საფერავმა პლატინის ჯილდო მოიპოვა

Decanter Asia-ს კონკურსზე მეღვინეობა “ჩელთის” 2015 წლის ქვევრის საფერავმა 97 ქულით, პლატინის ჯილდო და შოუს საუკეთესო ღვინის სტატუსი მოიპოვა, რის შედეგადაც ის კიდევ ერთხელ მოხვდა მსოფლიო ღვინოების ოცეულში.


„დეკანტერი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, პრესტიჟული და სანდო ღვინის კონკურსია მსოფლიოში. ჟიურის წევრები არიან წამყვანი ღვინის ექსპერტები.

„დეკანტერის“ კონკურსი წელიწადის განმავლობაში 2 ადგილას მიმდინარეობს, ინგლისსა და აზიაში. 2019 წლის დეკანტერ აზიის კონკურსზე 3000-ზე მეტი ღვინო იყო წარმოდგენილი, მსოფლიოს 37 ქვეყნიდან.

ჟიურის წევრებმა ჩელთის ქვევრის საფერავი დაახასიათეს, როგორც საუკეთესო საფერავი დეკანტერის ისტორიაში, რომელიც კონკურენციას უწევს ევროპის კლასიკური ღვინის რეგიონების წამყვან ღვინოებს.

„ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ქართულ მეღვინეობას და საფერავის ღვინოს აქვს განუსაზღვრელი პოტენციალი, იყოს საუკეთესო მსოფლიო ბაზარზე,“ - აცხადებენ კომპანიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system