თავში

ლარი საათში ერთი თეთრით უფასურდება

ლარი საათში ერთი თეთრით უფასურდება
ლარი საათში ერთი თეთრით უფასურდება

"ვაჭრობის დაწყებიდან bloomberg-ზე ლარი საშუალოდ საათში ერთი თეთრით კარგავს პოზიციებს," - ამის შესახებ ეკონომისტი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნბესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი აცხადებს.

მისი თქმით, ლარის გაუფასურების ახალი ტალღის მიზეზი შეზღუდვების დაწესებაა.

"როგორც გითხარით, ლარი შეზღუდვების კიდევ ერთ ტალღას ვეღარ გადაიტანდა, თუმცა ამის მიუხედავად მაინც გადაწყდა ე.წ. კომენდანტის სათის ამოქმედება. აი შედეგიც: ვაჭრობის დაწყებიდან bloomberg-ზე ლარი საშუალოდ საათში ერთი თეთრით კარგავს პოზიციებს," - ამბობს ექსპერტი. 

შეგახსენებთ, ორდღიანი გაუფასურების შემდეგ ლარი პარასკევს, 6 ნოემბერს, გამყარდა. ამჟამად Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3325 ლარად ივაჭრება.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3613 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.9892 ლარად არის შესაძლებელი. გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 6 ნოემბერს დაადგინა, 7 ნოემბრიდან ამოქმედდა და მთელი მთელი უქმებიის განმავლობაში მოქმედებდა. ეს კურსი დღეს, 9 ნოემბრის, საღამოს 5 საათამდე იქნება ვალიდური. 

6 ფაქტორს, რაც აუფასურებს ლარს, გაეცანით აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system