თავში

ლარმა გაუფასურება დაიწყო - სად და ვინ უშვებს შეცდომებს

ლარმა გაუფასურება დაიწყო - სად და ვინ უშვებს შეცდომებს
ლარმა გაუფასურება დაიწყო - სად და ვინ უშვებს შეცდომებს

გამყარების მცირე პერიოდის შემდეგ ლარმა კვლავ გაუფასურება დაიწყო

ოპოზიცია და ექსპერტების უმრავლესობა პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს და ამბობენ, რომ ის თავს ვერ ართმევს უმთავრესი ფუნქციის სრულფასოვან შესრულებას, ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ასე ფიქრობს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძეც.

"კორონავირუსმა გარდა ბევრი სხვა უბედურებისა, ვალუტის მცურავ გაცვლით კურსსაც მოუღო ბოლო. მართვადი ცურვის რეჟიმში გადავედით. უცხოეთიდან მიღებული ვალუტა თავს იყრის ეროვნული ბანკის რეზერვებში, შესაბამისი ლარები ბიუჯეტში და მისი ხარჯვისას ეროვნულ ბანკს ხშირად მოუწევს ინტერვენციების განხორციელება დეფიციტური ხარჯვით წარმოქმნილი ნეგატიური ეფექტის გასანეიტრალებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ლარიც გაიქცევა და ფასებიც. კოორდინაცია, ”პულსზე” ხელის ქონა და ინტუიცია-ყველაფერი უნდა ჩართოს ეროვნულმა ბანკმა. ყოველთვის აგვიანებს და მომავალში მაინც იყოს ფრთხილად," - აცხადებს რომან გოცირიძე და დასძენს, რომ ლარის მიმდინარე მკვეთრ რყევებში ერთადერთი დამნაშავე ეროვნული ბანკია.

"როდესაც ბიუჯეტის დეფიციტი უპრეცედენტო მასშტაბს აღწევს, მთავრობა 5 მილიარდი ლარის ეკვივალენტ საგარეო ვალს იღებს და იწყებს მის ხარჯვას, როცა ეს ფული ეროვნული ბანკის რეზერვებში ხვდება უცხოური ვალუტის სახით, ლარის მკვეთრი რყევების განეიტრალება ევალება ეროვნულ ბანკს. ყოველთვის აგვიანებს ინტერვენციას, რის გამოც მცირე ინტერვენციების ნაცვლად, კვლავ იძულებული ხდება გამოაგდოს ტრადიციულად 40 მილიონი დოლარი, ოღონდ რატომ ორმოცი, არავინ იცის დედამიწის ზურგზე," - აცხადებს გოცირიძე.

ეროვნული ბანკის ბოლო ინტერვენციით, 10 ივნისს სებ-მა 40 მილიონი დოლარი გაყიდა.ლარის კურსის დასაჭერად მიმდინარე წელს სებ-ის მიერ განხორციელებული რიგით მეექვსე ინტერვენციაა. ჯამში წელს, დღევანდელი ინტერვენციის ჩათვლით, სებ-მა სავალუტო ბაზარზე 160 მილიონი დოლარი გაყიდა.

დღეს მოქმედი კურსით, 1 დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0643 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.4669 ლარად არის შესაძლებელი. ამ მომენტისთვის(11:09 სთ)  Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0633 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system