თავში

ლევან დავითაშვილი ზეთისხილის რთველს დაესწრო

​ლევან დავითაშვილი ზეთისხილის რთველს დაესწრო
ლევან დავითაშვილი ზეთისხილის რთველს დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზეთისხილის მოსავლის აღებაში მიიღო მონაწილეობა.

„მსოფლიოში ჯანსაღ კვებაზე მოთხოვნის ზრდის შესაბამისად იზრდება ზეთისხილის პოპულარობა. ამ პროდუქტს დიდი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია. პროექტის „დანერგე მომავალი” ფარგლებში, საქართველოში ზეთისხილის პლანტაციები უკვე გაშენებულია. ვფიქრობ, მომავალში ამ აგრარული კულტურის წარმოება კიდევ უფრო განვითარდება. ზოგადად, საქართველოში აგრარული დარგის ძლიერი მხარეა მეხილეობა; ზეთისხილის კულტურა, ძალიან დიდ წვლილს შეიტანს მეხილეობის განვითარებაში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სიღნაღის რაიონის სოფელ სქობოში, ზეთისხილის ბაღები და გადამამუშავებელი საწარმო ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით შეიქმნა. მეურნეობაში 800 ადამიანია დასაქმებული. განხორციელებული ინვესტიციების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი ლარია. დღეისათვის, ბაღი 1000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული; სამომავლოდ, ფართობების გაორმაგება კომპანიასთან „კახური ტრადიციული მეურნეობა“ ერთადაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ მარაკეშში, მიმდინარე წელს გამართული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სხდომაზე ოფიციალურად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 2020 წელს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება და საბჭოს სხდომას თბილისი უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system