თავში

ლომბარდებმა ბანკებში 14.5 მლნ. ლარი განათავსეს

ლომბარდებმა ბანკებში 14.5 მლნ. ლარი განათავსეს
ლომბარდებმა ბანკებში 14.5 მლნ. ლარი განათავსეს

2020 წლის ბოლოსათვის ლომბარდებს ბანკებში განთავსებული ჰქონდათ 14.5 მლნ. ლარის ფულადი სახსრები, მათ შორის 50.7 პროცენტი - ეროვნულ, ხოლო 49.3 პროცენტი - უცხოურ ვალუტაში. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევაში, რომლის მიხედვით, 2020 წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული  იყო 193 მოქმედი (ფილიალების გარეშე) ორგანიზაცია.

ლომბარდების მიერ ბანკებში განთავსებული თანხის მთლიანი მოცულობის 99.4 პროცენტი რეზიდენტ ბანკებზე მოდის. 2020 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობამ 322.8 მლნ. ლარი შეადგინა (მათ შორის 87.1 პროცენტი - ეროვნულ, ხოლო 12.9 პროცენტი - უცხოურ ვალუტაში). გაცემული სესხების 87.5 პროცენტი ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 12.5 პროცენტი - იურიდიულ პირებზე მოდის. 

შეგახსენებთ, გირაოს სანაცვლოდ “სესხის გამცემ სუბიექტები” თითოეული ნივთისა და მისი ჩამბარებლის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატურად წარუდგენენ. ამას მათ კანონი ავალდებულებს. საქმე ისაა, რომ 1 აპრილამდე ლომბარდები უნდა დარეგისტრირდნენ შსს-ს მიერ შექმნილ სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე, რითაც ისინი ამ ინფორმაციას შსს-ს ავტომატურად წარუდგენენ. ცვლილება ლომბარდების სექტორში არალეგალური და მოპარული საქონლის ბრუნვის შემცირებას ისახავს მიზნად. სესხის გამცემი ობიექტებისთვის რეგულაციები 2019 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაწესდა: შემცირდა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ჭერი, დადგინდა პიგრასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა და ა.შ.

“სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია, სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში სამინისტროს მიერ შემუშავებული ელექტრონული სერვისის ინტეგრაცია განახორციელოს სამინისტროსთვის მიმართვიდან ორი თვის ვადაში. აღნიშნულ ვადაში სუბიექტის სპეციალური ელექტრონული პროგრამის სამინისტროს მონაცემთა ბაზასთან ქსელურ კავშირს ერთობლივად უზრუნველყოფენ სუბიექტი და სამინისტრო,” - ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system