თავში

მაჭავარიანი: ახლა ფრენების გახსნას ეკონომიკაზე ნეგატიური ეფექტი ექნება

მაჭავარიანი: ახლა ფრენების გახსნას ეკონომიკაზე ნეგატიური ეფექტი ექნება
მაჭავარიანი: ახლა ფრენების გახსნას ეკონომიკაზე ნეგატიური ეფექტი ექნება

ყველაზე ოპტიმისტური შედეგით, ქვეყანაში წლის ბოლომდე 50 ათასი ტურისტი შემოვა. არა ივლის-აგვისტოში, არამედ წლის ბოლომდე. ეს არის მაქსიმუმი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ციფრი აჩვენებს, რომ 2020 წელს ტურისტების მიღების პოტენციალი დაბალია.

„უნდა ავიღოთ ციფრები და ვნახოთ, რა არის ის პოტენციალი, რაც შეიძლება ჩვენ წლის ბოლომდე მივიღოთ ევროპელი დამსვენებლების და მოგზაურების სახით, ეს არის საკმაოდ მცირე ციფრი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის 0,5% იმ ციფრისა, რასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში ტურიზმიდან შემომსვლელს ველოდით, აქ ისმის კითხვა, რატომაც არა, ხომ შეიძლება ესეც მცირედი დაგვემატოს. მაგრამ აქ არის ერთი საკითხი ხაზგასასმელი, ის, რომ ჩვენ დღეს პრაქტიკულად Covid19-ისგან თავისუფალი ქვეყანა ვართ და ბოლო ორი კვირის შემთხვევები პრაქტიკულად არის საზღვარზე დაფიქსირებული შემთხვევები, ქვეყანაში კი შიდა გადაცემა არ არსებობს... ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ეკონომიკური მიზანშეწონილობით ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში ფრენების გახსნა და სტუმრების მიღება ეკონომიკისთვის ნეგატიურ ეფექტს იძლევა, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს და ვიღაცას მოეჩვენოს სისულელედ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს იქნება, რასაკვირველია, ნეგატიური” - განაცხადა მაჭავარიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system