თავში

მაღალპროდუქტიული ჯიშის საქონელი ერთმანეთს პოდიუმზე შეეჯიბრება

მაღალპროდუქტიული ჯიშის საქონელი ერთმანეთს პოდიუმზე შეეჯიბრება
მაღალპროდუქტიული ჯიშის საქონელი ერთმანეთს პოდიუმზე შეეჯიბრება

პირველად საქართველოში მესაქონლეობის ექსპო გაიმართება. 19 ფერმის ორმოცდაათამდე მეწველი ფური, დეკეული და ხბო ექსპოს პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრება. ღონისძიება ლისის ტბის ტერიტორიაზე 26 ოქტომბერს შედგება.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, „მესაქონლეობის ექსპო“ 2019-ის მიზანია საქართველოში რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობა. მსხვილფეხა საქონლის გამოფენა-შეჯიბრის პარალელურად, ვიზიტორ ფერმერებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ დარგის თანამედროვე ტექნოლოგიებს და ძირითადი საშუალებების მიმწოდებლებს, მათ შორის, მესაქონლეობისათვის საჭირო ტექნიკას და პროდუქციის წარმოებისთვის სხვა დამხმარე საშუალებებს, რომლებიც გამოფენილი იქნება ოცდათხუთმეტ სტენდსა თუ საინფორმაციო დახლზე.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ადგილობრივი ნედლი რძისგან წარმოებული რძის პროდუქტები და მიიღონ ინფორმაცია რძის პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system