თავში

მაისში გათხევადებული აირების იმპორტი 84.2%-ით გაიზარდა

მაისში გათხევადებული აირების იმპორტი 84.2%-ით გაიზარდა
მაისში გათხევადებული აირების იმპორტი  84.2%-ით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მაისის თვეში გათხევადებული აირებისა (LPG) და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა.

ბიზნესგაერთიანების ცნობით, 2020 წლის მაისის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,5 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 84,2%-ით მეტია აპრილის თვის მაჩვენებელთან (1,9 ათასი ტონა) შედარებით და 0,8 ათასი ტონით ანუ 29,6%-ით - გასული წლის მაისის თვის მაჩვენებელთან (2,7 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, იმპორტის თითქმის მთელი ოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან. მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 17,6 ათასი ტონა, რაც 5,9 ათასი ტონით ანუ 50,4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (11,7 ათასი ტონა). მათ შორის, იმპორტის 94,9% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი განმარტავს, რომ თხევადი აირის იმპორტი საქართველოში ხორციელდება სხვადასხვა სეს ესნ კოდით.

"უნდა აღინიშნოს, რომ გათხევადებული აირების იმპორტის მთელი რაოდენობიდან 6,0 ათასი ტონის ანუ 34,1% იმპორტი განხორციელდა სეს ესნ კოდით 29011000000 (ორგანული ქიმიური ნაერთები ნახშირწყალბადები), რომელზეც არ ვრცელდებოდა აქციზის გადასახადი," - განმარტავს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system