თავში

მაისში საქართველოდან აზერბაიჯანში ბოსტნეულის ექსპორტი გაიზარდა

მაისში საქართველოდან აზერბაიჯანში ბოსტნეულის ექსპორტი გაიზარდა
მაისში საქართველოდან აზერბაიჯანში ბოსტნეულის ექსპორტი გაიზარდა

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის  მაისში აზერბაიჯანში საქართველოდან დაექსპორტდა 6.1 ათასი დოლარის ღირებულების ბოსტნეული, რაც 3.8 ათასი დოლარით მეტია აპრილში ექსპორტირებული ბოსტნეულის ღირებულებაზე. 

ჯამში წელს საქართველომ აზერბაიჯანში გაყიდა 1,77. 9 ათასი დოლარის ღირებულების ბოსტნეული, საკვები ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები.

ექსპორტი მხოლოდ მარტში განხორციელდა საჰაერო გადაზიდვებით, სხვა დანარჩენ თვეებში აზერბაიჯანში გატანილი ბოსტნეული საავტომობილო გზით გადაიზიდა.ცნობისთვის, მარტში 07 სასაქონლო ნიშნის ქვეშ ექსპორტი ორ პარტიად საჰაერო და საავტომობილო გზით განხორციელდა. 

ბოლო 5 თვეში აზერბაიჯანში ბოსტნეულის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მარტში, როცა აზერბაიჯანმა საქართველოდან იყიდა 62.5 ათასი დოლარის ღირებულების ბოსტნეული. 

ივნისში ამ პროდუქტის ექსპორტი აზეტრბაიჯანში არ ფიქსირდება, ყოველ შემთხვევაში ივნისის მონაცემს საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალი არ ხსნის, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა მონაცემი საქსტატს ჯერ დაჯამებული არ აქვს, ან ივნისში ამ პროდუქტის ექსპორტი საქართველოდან საერთოდ არ განხორციელებულა.

რაც შეეხება ბოსტნეულის აზერბაიჯანულ იმპორტს საქართველოში, ის მიმდინარე წლის თებერვალში საერთოდ არ განხორციელებულა, ხოლო იანვარში საქართველოში შემოვიდა 144.7 ათასი დოალრის, მარტში 22.1 ათასი დოალრის, აპრილში 194. ათასი დოლარის, ხოლო მაისში 762.3 ათასი დოლარის ღირებულების ბოსტნეული და საკვები ძირნაყოფები თუ ბოლქვნაყოფები.


ცნობისთვის, წელს დსთ-ს ქვეყნებში ყველაზე დიდი ოდენობით ბოსტნეულის ექსპორტი მარტში განხორციელდა, ის ფულად გამოსახულებაში 1,582. 5 ათასი დოლარს გაუტოლოდა. 

07 სასაქონლო ბნიშნის ქვეშ ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში განხორციელდა როგორც საზღვაო, ისე საჰაერო და სახმელეთო გზით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system