თავში

“მარნეული ალმონდი” ნუშის ბაღს აშენებს

“მარნეული ალმონდი” ნუშის ბაღს აშენებს
“მარნეული ალმონდი” ნუშის ბაღს აშენებს

“მარნეული ალმონდი”  125 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მარნეულში 60,000 ნუშის ნერგს აშენებს. პროექტი კერძო ინვესტიციით ხორციელდება. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ლევან დიასამიძემ report.ge-ს განუცხადა, პროექტის უკუგების პერიოდი (payback) 6-7 წელია. აქ მოყვანილი ნუში მთლიანად საექსპორტო ბაზრებისთვისაა განკუთვნილი.

"პროექტის სრულად კერძოა. პროდუქცია 100% ექსპორტზე გავა, ევროპაში. სამწუხაროდ საქართველოში ნუშის მოხმარება ძალიან დაბალია, შესაბამისად ექსპორტზე ვორიენტირდებით. პროექტს ახორციელებს კომპანია “მარნეული ალმონდი”.  ჯამურად 125 ჰა ვაშენებთ ნუშებს, 60,000 ნერგი ესპანური კომპანია "ვივეროს ვერონიდან" შევიძინეთ. ასევე მათთან დავკონტრაქტდით კონსულტაციაზე," - უხსნის report.ge-ს ლევან დიასამიძე.

თხილის შემდეგ, ნუში პირველი კაკლოვანი კულტურაა, რომლის მიმართაც მოთხოვნა მატულობს. საქართველო კომერციული ბაღებიდან ნუშის პირველი მოსავალ შარშან მიიღო. სპეციალისტების განმარტებით,  ნუშს აქვს პოტენციალი, აგრარულ სექტორში ისეთივე საპატიო ადგილი დაიმკვიდროს, როგორიც ამ ეტაპზე თხილს უჭირავს. ამას მოწმობს გაშენებული ბარების სიდიდეც. ამ ეტაპზე ნუში 4 000 ჰა-ზე მეტია გაშენებული და ეს ტემპი მუდმივად მატულობს. მთავრობა გეგმავს, რომ 2021 წლიდან ქვეყანამ დაიკაოს ნიშა ნუშის ბაზარზე. 

ცნობისთვის, საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონების კლიმატურ -ნიადაგობრივი ნუშის წარმოებისათვის იდეალურ პირობებს ქმნის. ფაქტობრივად, ყველა რეგიონში ხარობს, სადაც ატამი ყვავილობს. გამოირჩევა იმით, რომ სველი ნიადაგი არ უყვარს )ფესვის სიდამპლეს იწვევს), მაგრამ წყლის მომთხოვნია. 1 ჰექტარზე ( 416 ძირი) ნუშის ბაღის გაშენება 7000-8000 ლარი ჯდება ( სარწყავი სისტემის გარეშე).ბაღის წლიური მოსავლის საორიენტაციო ხარჯები 4800-5200 ლარს აღწევს. ამას ემატება მოსავლის აღება და სარეალიზაციოდ გასამზადებელი ხარჯები, რაც კილოგრამზე, დაახლოებით, 50 თეთრის ხარჯს გულისხმობს. ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 1 ჰექტარზე გაშენებული კაკლის ბაღიდან სავარაუდო შემოსავალი 22 000 - 24 000 ათას ლარს მიაღწევს. მაგალითისთვის, თუკი ფერმერი 1 კილოგრამ ნუშს 5,5 ლარად ჩააბარებს, სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ 1 ჰექტარზე მოგების სახით, დაახლოებით, 13-15 ათას ლარს მიიღებს.

უცხოურ ბაზრებზე ფასი დაახლოებით 4-6 დოლარის ფარგლებში მერყეობს.სპეციალისტების განმარტებით, საქართველოს აქვს შანსი, რომ ნუშის მწარმოებელი ქვეყნების სიაშიც საპატიო ადგილი დაიკავოს და ექსპორტიორი ქვეყნების ნუსხაშიც შევიდეს. თუმცა ამ ბაზრებზე შესასვლელად აუცილებელია, ფასი კონკურენტული იყოს. ასევე მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის ხარისხის მოთხოვნების დაცვა.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, აგროსპეციალისტების განმარტებით, ნუშზე მოთხოვნა არც ისე მაღალია, რადგან ის არ არის ჩვენი სამზარეულოს ძირითადი ინგრედიენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system