თავში

მარტში საქართველოს 58.6%-ით ნაკლები უცხოელი ესტუმრა

მარტში საქართველოს 58.6%-ით ნაკლები უცხოელი ესტუმრა
მარტში საქართველოს 58.6%-ით ნაკლები უცხოელი ესტუმრა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტში ქვეყანაში 209,000 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წელთან შედარებით 58.6%-თ ნაკლებია. 

68%-ით შემცირდა საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, სახმელეთო გზით კი შემცირება 55% იყო.

სასაზღვრო რეჟიმი კიდევ უფრო გამკაცრდა, რის გამოც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აპრილის თვის ტურიზმის მაჩვენებლების განულებას ვარაუდობს.

შეგახსენებთ, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გამო, ქვეყანაში მოქმედი სასტუმროების საქმიანობაც თითქმის შეჩერებულია და ისინი მხოლოდ კარანტინში მყოფ პირებს ემსახურებიან. 

მარტში საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეებმა გადმოკვეთეს. ვიზიტორების ოდენობა ქვეყნების მიხედვით ასეთია:


1 აზერბაიჯანი - 43 437 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -62,9% ;
2 თურქეთი - 41 121 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -45,4% ;
3 რუსეთი - 32 981 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -66,5% ;
4 სომხეთი - 32 798 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -61,1% ;
5 საქართველო (არარეზიდენტი) - 19 410 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -49,5% ;
6 უკრაინა - 7 805 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -40,3% ;
7 ისრაელი - 3 620 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -65,9% ;
8 პოლონეთი - 2 502 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -9,6% ;
9 ყაზახეთი - 1 810 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -62,5% ;
10 ბელარუსი - 1 685 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -40,5% ;
11 გერმანია - 1 666 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -45,7% ;
12 ინდოეთი - 1 336 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -74,7% ;
13 აშშ - 1 117 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -51,0% ;
14 გაერთიანებული სამეფო - 1 117 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -42,5% ;
15 ლიტვა - 1 096 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -18,0%.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system