თავში

მარტში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა

მარტში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა
მარტში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა

2021 წლის მარტში ყველაზე მეტი ფული მარტში რუსეთიდან შემოვიდა. ამის შესახებ ირკვევა ეროვნული ბანკის ფულადი გზავნილების მარტის სტატისტიკიდან. ჩრდილო მეზობლისგან საქართველომ ერთ თვეში 32.19 მლნ. დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო. ცნობისთვის, 2021 წლის იანვარსა და თებერვალში რუსეთმა პირველად დაკარგა ლიდერის პოზიცია  ფულადი გზავნილებში, თუმცა მარტში კვლავ გაიზარდა რუსეთიდან ფულის ნაკადის შემოსვლა საქართველოში და მთლიანი გზავნილების 17,11%-ი შეადგინა.

2021 წლის მარტში საქართველოში ყველაზე მეტად ფულადი გზავნილები გაზრდილია აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან. რაც შეეხება, დანარჩენ სამეზობლოს, თურქეთიდან საქართველოში მხოლოდ მარტში 9.51 მლნ. დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 5.06%-ია, წლიურ ჭრილში კი თურქეთიდან ფულის ნაკადი მიმდინარე წლის მარტში გაზრდილია 15%-ით. 

კიდევ ერთი სახლემეთო მეზობლისგან, სომხეთისგან 1.17 მლნ. დოლარის გზავნილია გადმორიცხული, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 0.62%-ია, ხოლო წლიურ ჭრილში მაჩვენებელი გაზრდილია 22.68%-ით.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.2 მლნ აშშ დოლარი (627.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 49.5%-ით (62.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system