თავში

მდგომარეობას ვერც ზამთრის ტურიზმი გამოასწორებს

მდგომარეობას ვერც ზამთრის ტურიზმი გამოასწორებს
მდგომარეობას ვერც ზამთრის ტურიზმი გამოასწორებს

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია ამბობს, რომ წელს ტურიზმში პრობლემის მცირედით გამოსწორების შესაძლებლობაც არ არის. მისი თქმით, სიტუაციას ვერც ზამთრის ტურიზმი შეცვლის, რაც ქვეყნისთვის დიდ დანაკარგთან იქნება დაკავშირებული.

,,მძიმე სიტუაციაა ყველგან, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც ტურიზმი მასშტაბურად არის შემცირებული, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, მათ აქვთ მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვა, რაც პრობლემის დაძლევაში ეხმარება. ჩვენ კიდევ მთელი ეკონომიკა ტურიმზე გვქონდა მიბმული, შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ვითარების გამოსწორების პირი არც ზამთარში ჩანს, ამიტომ კვლავ ასეთი არასახარბიელო სტატისტიკა გვექნება. შემოსავლების კლების მხრივ არის განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია, დიდ ზარალზე გავდივართ.  ჯერ კიდევ აგვისტოს მდგომარეობით, 1,8 მილიარდ დოლარამდე იყო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შემცირებული, რაც ეკონომიკისთვის სერიოზული დანაკარგია. მეზობელ ქვეყნებშიც მძიმე სიტუაცაა, რადგან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებაა. ტურიზმის თვალსაზრისით, არც რუსეთსა და თურქეთს ულხინს. იტალია, საფრანგეთი და სხვა, წმინდა ტურისტული ქვეყნებიც კი, 85%-მდე ზარალობენ. თუმცა, მათ ზამთრის ტურიზმი მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული და ჩვენ კონკურენციას ვერ გავუწევთ", - აცხადებს ნიკა კვარაცხელია.

მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ტურიზმში გენდერული ბალანსიც დარღვეულია, რაც გამოწვეულია იმით, რომ ვიზიტორების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში ტექნიკური მიზეზით შემოვიდა, როგორიც სატვირთო გადაზიდვის განხორციელებაა, კერძოდ კი, ტრაილერების მძღოლები, რომლებიც ეპიდემიურ პერიოდშიც შემოდიან საქართველოში. 

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოს სულ 50 499 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93.6%-ით ნაკლებია. რაც შეეხება გენდერულ ჭრილს, 50,499 ვიზიტორს შორის 93% ანუ 47,146 კაცია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system