თავში

მასშტაბური კლება ტურიზმში

მასშტაბური კლება ტურიზმში
მასშტაბური კლება ტურიზმში

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოს სულ 50 499 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93.6%-ით ნაკლებია.

სექტემბერში ყველაზე მეტი -18,540 ვიზიტორი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, წლიურ ჭრილში კი, თურქი ვიზიტორების რაოდენობა 80%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ვიზიტორი სექტემბერში ყაზბეგისა და სარფის საზღვრიდან შემოვიდა.

რაც შეეხება საზღვრის ტიპებს, ქვეყანაში ვიზიტორების 88% - სახმელეთო გზით, 10% კი საჰაერო გზით შემოვიდა. რაც შეეხება სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტს, მოცემული ტრანსპორტებით ქვეყანას ვიზიტორთა მხოლოდ 2% ეწვია.

რაც შეეხება მეზობელ რეგიონს, მიმდინარე წლის 9 თვეში აზერბაიჯანიდან საქართველოში 283 351 ადამიანი იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამოჩენამდე საქართველოსა და აზერბაიჯანს ტურისტული თანამშრომლობის გეგმა ჰქონდა. ორმა ქვეყანამ საერთო ტურისტული გეგმები გასული წლის ბოლოს დაგეგმა და კორონავირუსმა მისი განხორციელება გაურკვეველი ვადით გადადო.

ტურიზმის ადმინისტრაციის ანგარიშში ყურადღებას იპყრობს ვიზიტორების რაოდენობა გენდერულ ჭრილშიც. კერძოდ, ვიზიტორების რაოდენობის რეკორდულ ვარდნასთან ერთად, დემოგრაფიული მაჩვენებლებიც რადიკალურად არის შეცვლილი - 50,499 ვიზიტორს შორის 93% ანუ 47,146 კაცი იყო. ქალი ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ 3,353-ია. ვიზიტორთა მთლიან რაოდენობაში გასულ წელსაც კაცები ჭარბობდნენ, თუმცა 2019 წელს თანაფარდობა 62%/38%-ზე იყო. 

სპეციალისტების ვარაუდით, გენდერულ ჭრილში ვიზიტორების ასეთი მკვეთრი დისბალანსი გამოწვეულია იმით, რომ ვიზიტორების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში ისეთი ტექნიკური მიზეზით შემოვიდა, როგორიც სატვირთო გადაზიდვის განხორციელებაა, ხოლო სატვირთო მანქანების მძღოლთა უდიდესი ნაწილი კაცია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system