თავში

წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში 283 351 ადამიანი ჩამოვიდა

წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში 283 351 ადამიანი ჩამოვიდა
წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში 283 351 ადამიანი ჩამოვიდა

მიმდინარე წლის 9 თვეში აზერბაიჯანიდან საქართველოში 283 351 ადამიანი იმყოფებოდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანიდან ვიზიტორთა რაოდენობა წლიურ ჭრილში, ანუ წინა წლის 9 თვესთან შედარებით,  შემცირდა 886 480 ადამიანით, ანუ 75.8% -ით.

იანვარ-სექტემბერში საქართველომ ჯამში 1,597,528 უცხოელი მიიღო, რაც 78% -ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ცნობისთვის, ვიზიტორების კლება წელს კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, თუმცა რეგიონს ტურისტულ მიმზიდველობას უკარგავს ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საომარი ვითარება, რომელიც საქართველოს საზღვართან ახლოსაა. ტურიზმის სპეციალისტები ამბობენ, რომ შემომსვლელ-გამსვლელი ტურიზმის მაჩვენებლები ყარაბაღის ომის გამო შემცირდება არამხოლოდ კონფლიქტის მონაწილე ორ ქვეყანაში, არამედ მთლიანად რეგიონში უსაფრთოების შემცირების პროპორციულად.

რა წვლილი აქვს ქართულ ტურიზმში აზერბაიჯანსა და სომხეთს, იხილეთ აქ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამოჩენამდე საქართველოსა და აზერბაიჯანს ტურისტული თანამშრომლობის გეგმა ჰქონდა. ორმა ქვეყანამ საერთო ტურისტული გეგმები გასული წლის ბოლოს დაგეგმა და კორონავირუსმა მისი განხორციელება გაურკვეველი ვადით გადადო.

საქმე ისაა, რომ საქართველო-აზერბაიჯანს 2020 წელს საქართველო-აზერბაიჯანს ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნა მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის. 

შეგახსენებთ, საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა 95 ქვეყნის სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს სთავაზობს დისტანციურად მუშაობის შესაზლებლობას მინიმუმ 180 დღის განმავლობაში. ჩამოსვლის მსურველები წინასწარ, https://stopcov.ge/-ზე ავსებენ სპეციალურ ფორმებს და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 2 კვირიანი კარანტინის გავლა და ტესტირება. ამ ქვეყნების სიაში აზერბაიჯანიცაა და სომხეთიც.

ქვეყნების სრული სია, რომლებზეც ვრცელდება პროგრამა "იმუშავე საქართველოდან":

● ავსტრალია,
● ავსტრია,
● აზერბაიჯანი,
● ალბანეთი,
● ანდორა,
● ანტიგუა და ბარბუდა,
● არაბთა გაერთიანებული საამიროები,
● არგენტინა,
● ახალი ზელანდია,
● ბარბადოსი,
● ბაჰრეინი,
● ბაჰამის კუნძულები,
● ბელორუსი,
● ბელგია,
● ბელიზი,
● ბოსნია და ჰერცოგოვინა,
● ბოტსვანა,
● ბრაზილია,
● ბრუნეი,
● ბულგარეთი,
● გერმანია ,
● დანია,
● გაერთიანებული სამეფო,
● დომინიკის რესპუბლიკა,
● სალვადორი,
● ეკვადორი,
● ესპანეთი,
● ესტონეთი,
● თურქეთი,
● თურქმენეთი,
● იაპონია,
● იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო,
● ირლანდია,
● ისლანდია,
● ისრაელი,
● იტალია,
● კანადა,
● კატარის სახელმწიფო,
● კვიპროსი,
● კოლუმბია,
● სამხრეთ კორეა,
● კოსტა რიკა,
● ლატვია,
● ლიტვა,
● ლიბანი,
● ლიხტენშტეინი,
● ლუქსემბურგი,
● მავრიკი,
● მალაიზია,
● მალტა,
● მექსიკა,
● მონაკო,
● მოლდოვა,
● მონტენეგრო,
● ნიდერლანდები,
● ომანი,
● პანამა,
● პოლონეთი,
● პორტუგალია,
● რუმინეთი,
● რუსეთის ფედერაცია,
● საბერძნეთი,
● სამხრეთ აფრიკა,
● სან მარინო,
● საუდის არაბეთი,
● საფრანგეთი,
● სერბეთი,
● სინგაპური,
● სლოვაკეთი,
● სლოვენია,
● სომხეთი,
● ტაილანდის სამეფო,
● ტაჯიკეთი,
● აშშ,
● უზბეკეთი,
● უკრაინა,
● უნგრეთი,
● ფინეთი,
● ქუვეითი,
● ყირგიზეთი,
● ყაზახეთი,
● შვედეთის სამეფო,
● შვეიცარიის კონფედერაცია,
● ვატიკანი,
● ხორვატია,
● ჰონდურასი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system