თავში

რა წვლილი აქვს სომხეთსა და აზერბაიჯანს ქართულ ტურიზმში

რა წვლილი აქვს სომხეთსა და აზერბაიჯანს ქართულ ტურიზმში
რა წვლილი აქვს სომხეთსა და აზერბაიჯანს ქართულ ტურიზმში

საგარეო ვაჭრობის თვალსაზრისით, საქართველოსთვის სომხეთი და აზერბაიჯანი სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

გამონაკლისი არც ტურიზმია, რადგან მოგზაურები შორეულ ქვეყნებში წასვლამდე, როგორც წესი, ცდილობენ, მეზობლად მყოფი ეგზოტიკური და საინტერესო ადგილები მოინახულონ. ამიტომაც საქართველო, როგორც რეგიონისთვის და არამარტო რეგიონისთვის, ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა, არასდროს უჩიოდა სომეხი და აზერბაიჯანელი ვიზიტორების სიმცირეს.

საქსტატის მიხედვით, 2019 წელს სომხეთიდან საქართველოში განხორციელდა 113,8 ათასი ვიზიტი, რაც ამ წელს განხორციელებული ვიზიტების 15,9%-ს შეადგენს. ამავე წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 127,2 ათასს გაუტოლდა, რაც მთლიანი ვიზიტების 19,8%-ია. შარშან საქართველოს აზერბაიჯანიდან ესტუმრა 92, 9 ათასი მოქალაქე, ხოლო სომხეთიდან 80,5 ათასი მოქალაქე.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარ-აგვისტოში საქართველოს აზერბაიჯანიდან ესტუმრა 279 387 მოქალაქე. კლება წინა წლის 8 თვესთან შედარებით, 72,7%-ია. სომხეთიდან კი საქართველომ მიმდინარე წლის 8 თვეში უმასპინძლა 223 933 მოქალაქეს, კლება წინა წელთან შედარებით, 74,1%-ს გაუტოლდა.

ჯამში საქართველოს წელს იანვარ-აგვისტოში ესტუმრა 1 544 098 ვიზიტორი ესტუმრა, კლება წინა წლის 8 თვის მონაცემთან შედარებით 75,6%-ია გახლავთ.

მხოლოდ აგვისტოში წელს სომხეთიდან საქართველომ  8 721 ვიზიტორს უმასპინძლა, კლება წინა წლის აგვისტოსთან შეადრებით, 95,5%-ია, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს აზერბაიჯანიდან ესტუმრა 3 757 ვიზიტორი, რაც  რაც 98%-ით ნაკლებია გასული წლის აგვისტოში აზერბაიჯანიდან შემოსული ვიზიტორების მაჩვენებელზე. 

ცნობისთვის, ვიზიტორების კლება წელს კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, თუმცა საქართველოს ტურისტულ მიმზიდველობას უკარგავს ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის საომარი ვითარება, რომელიც საქართველოს საზღვართან ახლოსაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველო უცხოელ სტუმრებს პანდემიის უკუსვლის შემდეგაც დაკარგავს, თუ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დეესკალაცია დროულად არ მოხდა. მათი განმარტებით, გარდა იმისა, რომ იკლებს ვიზიტორების რიცხვი კონფლიქტში ჩართული აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, აქ ჩამოსვლისგან თავს შეიკავებს სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც, რადგან ჩვენი ქვეყნა კონფლიქტში ჩართული ორივე ქვეყნის მოსაზღვრეა. ტურიზმის სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არამხოლოდ საქართველოს ტურისტულ იმიჯს აზარალებს, არამედ ტურისტულ მიმზიდველობას უკარგავს მთლიანად კავკასიის რეგიონს. შესაბამისად, ორი ქვეყნის საომარი ვითარება არ აწყობს პირველ რიგში, საქართველოს და შემდეგ რეგიონის არც ერთ ქვეყანას.

ცნობისთვის, კონფლიქტოლოგების, ეკონომისტებისა და ფინანსისტების პოზიცია აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი ვითარებისადმი ერთგვაროვანია. მათი თქმით, ორი ქვეყნის ომი დიდ დარტმას მიაყენებს რეგიონის ეკონომიკას. რამდენად მაღალი იქნება ამ კონფლიქტის ეკონომიკური ფასი, პირდაპირაა დამოკიდებული მის განგრძობადობასთან, დროსა და მასშტაბთან.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ვითარება მთიან ყარაბაღში და კონფლიქტის ზონის მიმდებარედ ამ დრომდე დაძაბულია. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი ზაფხულშიც 12 ივლისსაც გააქტიურდა და, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდა.

ყველაფერს იმის შესახებ, თუ რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა ყარაბაღის ომს საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკაზე, გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system