თავში

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა აზერბაიჯანსა და სომხეთთან

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა აზერბაიჯანსა და სომხეთთან
საქართველოს სავაჭრო ბრუნვა აზერბაიჯანსა და სომხეთთან

საგარეო ვაჭრობის თვალსაზრისით, საქართველოსთვის აზერბაიჯანიც და სომხეთიც სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნებია.

2020 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, აზერბაიჯანში ექსპორტზე 284,286 მლნ დოლარი პროდუქცია გავიდა და უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანას ჩინეთს მცირედით ჩამორჩება.

აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა იმპორტის თვალსაზრისითაც. ის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების წამყვან ხუთეულშია. 2020 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, აზერბაიჯანი უმსხილესი იმპორტიორებს შროის კვლავინდებურად მეხუთე პოზიციაზეა 309,555 მლნ დოლარით.

2020 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა 594 მლნ დოლარს უტოლდება.

რაც შეეხება სომხეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობას, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 385,648 მლნ დოლარს გაუტოლდა.

2020 წლის 8 თვეში საქართველოდან სომხეთში ექსპორტზე 122,413 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა. 

2020 წლის 8 თვეში სომხეთიდან საქართველოში იმპორტირებულია 263,235 მლნ დოლარის პროდუქცია. 2019 წელს კი - 267,7 მლნ დოლარის.

ცნობისთვის, კონფლიქტოლოგების, ეკონომისტებისა და ფინანსისტების პოზიცია აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი ვითარებისადმი ერთგვაროვანია. მათი თქმით, ორი ქვეყნის ომი დიდ დარტმას მიაყენებს რეგიონის ეკონომიკას. რამდენად მაღალი იქნება ამ კონფლიქტის ეკონომიკური ფასი, პირდაპირაა დამოკიდებული მის განგრძობადობასთან, დროსა და მასშტაბთან.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბავითარება მთიან ყარაბაღში და კონფლიქტის ზონის მიმდებარედ ამ დრომდე დაძაბულია. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. 

ორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი ზაფხულშიც 12 ივლისსაც გააქტიურდა და, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system