თავში

აზერბაიჯანიდან საქართველოს 3 757 ვიზიტორი ესტუმრა

აზერბაიჯანიდან საქართველოს 3 757 ვიზიტორი ესტუმრა
აზერბაიჯანიდან საქართველოს 3 757 ვიზიტორი ესტუმრა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული აგვისტოს ანგარიშის თანახმად, გასულ თვეში საქართველოს აზერბაიჯანიდან 3 757 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 98%-ით ნაკლებია გასული წლის აგვისტოში აზერბაიჯანიდან შემოსულიო ვიზიტორების მაჩვენებელზე. 

გასულ თვეში აზერბაიჯანი საქართველოში შემოსული 3 757 ვიზიტორით მეხუთე ადგილს იჭერს რუსეთის სომხეთის და თურქეთის შემდეგ. 

TOP 10 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ასე გამოიყურება:

1. თურქეთი - 16 316 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -89,5% ;

2. სომხეთი - 8 721 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,5% ;

3. საქართველო (არარეზიდენტი) - 4 722 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -91,2% ;

4. რუსეთი - 4 390 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,9% ;

5. აზერბაიჯანი - 3 757 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -98,3% ;

6. უკრაინა - 996 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,5% ;

7. ბელარუსი - 852 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -93,8% ;

8. უზბეკეთი - 829 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -54,1% ;

9. ყაზახეთი - 472 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,1% ;

10. გერმანია - 430 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,6% ;

ჯამში აგვისტოში საქართველოს საზღვარი სულ 43,658-მა საერთაშორისო ვიზიტორმა გადმოკვეთა. ვიზიტორების ოდენობა, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით, 96%-ითაა შემცირებული.

რაც შეეხება შემოსავლებს, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 8 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 78 პროცენტით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ დაახლოებით 1,8 მილიარდ დოლარით იზარალა.(კლება წინა წლის 8თვესთან შედარებით).

შეგახსენებთ, საქართველო და აზერბაიჯანი 2020 წელს ერთობლივ ტურისტულ სვლას გეგმავდნენ, ორ ქვეყანას ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნა მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გაუკვეველი ვადით გადადო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system