თავში

საქართველო-აზერბაიჯანის ტურისტული თანამშრომლობა გაურკვეველი ვადით გადაიდო

საქართველო-აზერბაიჯანის ტურისტული თანამშრომლობა
საქართველო-აზერბაიჯანის ტურისტული თანამშრომლობა გაურკვეველი ვადით გადაიდო

კორონავირუსმა მსოფლიო ტურიზმს მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა. 

საქართველო მწვანე ქვეყნის სტატუსით სარგებლობს და რეგიონში ერთადერთია, რომელიც კორონავირუსის კრიზისს უმკლავდებვა და პანდემიას კარგად მართავს. მაგალითისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ დროისათვის, stopcov.ge-ზე ინფიცირებულების შესახებ არსებული მონაცემები უცვლელია და კვლავ 879-ს შეადგენს. ქვეყანაში სულ 724 ადამიანია გამოჯანმრთელებული.  კორონავირუსმა იმსხვერპლა საქართველოს 14 მოქალაქე.  საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა

საქართველოში შიდა ტურიზმი გუშინ გაიხსნა. ქვეყანა უცხოელ დამსვენებლებს კი 1 ივლისიდან უმასპინძლებს.

report.ge დაინტერესდა რა ბედი ეწევა საქართველო-აზერბაიჯანის ტურისტული თანამშრომლობის გეგმას, რომელიც ორმა ქვეყანამ გასული წლის ბოლოს დაგეგმა და კორონავირუსმა მისი განხორციელება გაურკვეველი ვადით გადადო.

საქმე ისაა, რომ საქართველო-აზერბაიჯანს 2020 წელს საქართველო-აზერბაიჯანს ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნა მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის. 

"ერთი პაკეტის ფარგლებში ტურისტს ან ტურისტების ჯგუფს გაუჩნდებათ შესაძლებლობა ამ პაკეტის შეძენით მოინახულონ ორი განსხვავებული ტრადიციის და კულტურის ქვეყანა. თანაც ამ პაკეტის ფარგლებში ტურისტებისთვის იმოქმედებს საზღვრის კვეთის გამარტივებული პროცედურა, რაც კომფორტს შეუქმნის მათ. ეს კი საბოლოოდ გაზრდის რეგიონის ტურისტულ მომხიბვლელობას და ცნობადობას," - აცხადებდა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძე.

სწორედ ტურისტული თანამშრომლობის გასაძლიერებლად შეიქმნა თბილისში აზერბაიჯანის ტურისტული შოურუმი, რომელიც კორონავირუსის გამო ამჟამად დახურულია და მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. 

კითხვაზე, რამდენი ხნით გადაიდო ორ ქვეყანას შორის დაგეგმილი ტურისტული თანამშრომლობა, შოურუმში პასუხი არ აქვთ. აზერბაიჯანის თბილისში მოქმედი შოურუმის მენეჯერმა, მარიამ ნათაძემ გვითხრა, რომ საკითხი ბუნდოვანია პანდემიის მიერ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.

"თქვენს კითხვასთან დაკავშირებით სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ გაგცემთ პასუხს პანდემიის მიერ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს ამიტომ ზუსტად როდის მოხდება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტურისტული აქტივობების აღდგენა არ ვიცით, იმედი გვაქვს რომ ყველაფერი მალე ჩაივლის და აუცილებლად შევძლებთ ამომწურავად და ზუსტად გიპასუხოთ ნებისმიერ თქვენს კითხვაზე," - განუცხადა report.ge-ს ნათაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსმა აზერბაიჯანიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ოდენობა 97.4%-ით შეამცირა. ორ ქვეყანას შორის საზღვარი ჩაკეტილია ყველა ტიპის მიმოსვლისთვის, გარდა ტრანზიტისა, ანუ ქვეყნებს შორის სატვირთო გადაზიდვები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. 

რაც შეეხება, აზერბაიჯანის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას15 ივნისის მონაცემებით, აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 367 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობა 10324-მდე გაიზარდა. COVID-19-ის შედეგად აზერბაიჯანში სულ გარდაიცვალა 122 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 5739 პაციენტი. ხოლო 4463 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს. ქვეყანაში ჯამში 386 898 ტესტი ჩატარდა.

აზერბაიჯანში შიდა ავიარეისები 15 ივნისს აღდგა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქვეყანაში რეგულარული სამგზავრო ავიარეისებისთვის, აეროპორტები პირველ ივლისამდე არ გაიხსნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system