თავში

მეჩაიეობის სახელმწიფო თანადაფინანსება 293,434 ლარია

მეჩაიეობის სახელმწიფო თანადაფინანსება 293,434 ლარია
მეჩაიეობის სახელმწიფო თანადაფინანსება 293,434 ლარია

პროგრამის ფარგლებში ქართული ჩაი განხორციელდა 168 ჰა გაველურებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, ჯამური ინვესტიცია 419,192 ლარია, მათ შორის სახელმწიფო თანადაფინანსება 293,434 ლარია.

სახელმწიფომ მეჩაიეთა თანადაფინანსება 90%-მდე გაზარდა. ოოპერატივების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება გაიზარდა 90%-მდე და შეადგენს ერთ ჰექტარზე 3 ათას ლარს, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თანადაფინანასება იქნება, მაქსიმუმ, 70% და შეადგენს 2 500 ლარს. 

მთავრობა ჩაის კულტურის მხარდამჭერ ღონისძიებებს აგრძელებს. სარეაბილიტაციო ღონისძიებებში სახელმწიფო უწყებებთან ერთად, კერძო სექტორიც აქტიურად არის ჩართული. თუმცა, ნედლეულის დეფიციტი მეჩაიეობის მთავარ გამოწვევად რჩება

პროგრამა ითვალისწინებს აგროტექნოლოგიური გეგმის შედგენას, რომელიც ბენეფიციარმა თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

მომდევნო 2 (ორი) წლის განმავლობაში, პროგრამის ბენეფიციარმა ყოველწლიურად უნდა აწარმოოს 2 000 კგ ნედლი ფოთოლი, არანაკლებ 1 ჰა-ზე და 1 000 კგ ნედლი ფოთოლი - ბიოჩაის მოყვანის შემთხვევაში.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში უკვე შეიქმნა ჩაის გადამმუშავებელი არაერთი საწარმო, ხოლო ჩაის ნედლეული მცირეა, პროგრამის ბენეფიციარებს აღარ ექნებათ საწარმოს შექმნის ვალდებულება.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წელს დაიწყო; პროგრამაში ჩართულია 39 ბენეფიციარი; პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა 1,192 ჰა გაველურებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, მათ შორის, 790 ჰა სახელმწიფოსაგან იჯარით აღებული ფართობებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system