თავში

მერიას საბიუჯეტო ხარჯის გადანაწილება მოუწევს

მერიას საბიუჯეტო ხარჯის გადანაწილება მოუწევს
მერიას საბიუჯეტო ხარჯის გადანაწილება მოუწევს

დედაქალაქის ხელმძღვანელობას თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით პრიორიტეტების გადახალისება მოუწევს. ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ლევან ქისტაური ფიქრობს, რომ ხარჯი უნდა გადანაწილდეს ან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდეს ტრანსფერის ზრდა თბილისის ბიუჯეტისთვის, რადგან შექმნილ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ არის.

,,სავსებით მოსალოდნელი იყო,. რომ თბილისის ბიუჯეტს შემოსავალი მოაკლდებოდა. ეპიდემიის გამო სოციალურ პროექტებში ბევრი დაიხარჯა. გარდა ამისა, პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება და არ ვიცით, რა მასშტაბს შეიძენს, დამატებით რა თანხების მობილიზება გახდება სოციალური მიმართულებით საჭირო. აქედან გამომდინე, ორი გამოსავალი რჩება:  ხარჯი, რაც შესაძლებელია შეიკვეცოს. შეიძლება, ეს იყოს ინფრასტრუქტურული მიმართულება, სხვა მხრივ ამის შესაძლებლობას ნაკლებად ვხედავ. სავარაუდოდ, სახელფასო ხარჯს არ შეეხებიან, რადგან ეს დიდ შედეგს ვერ მოვცემს, ნაკლები ეფექტი ექნება. არ გამოვრიცხავ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერი გაეზარდოს თბილისის ბიუჯეტს. საერთაშორისო დახმარებების ნაწილი, ალბათ, ბიუჯეტის გარღვეული ნაწილის კომპენსირებას მოხმარდება. გააჩნია, როგორი იქნება მომავალში ეკონომიკური აქტივობები, ჯერ ისევ პანდემიაზე ვართ დამოკიდებული, ამიტომ პერსპექტივა ბუნდოვანია. როცა ჩვეულებრივი პერიოდი იყო და შემოსავლები შედიოდა ბიუჯეტში, მაშინაც საუბრობდნენ, რომ ფული არ არის და ახლა მით უფრო მწვავედ დადგა ეს პრობლემა. ცხადია, ქალაქის ხელმძღვანელობას პრიორიტეტების განაწილება მოუწევს. რაც პირველხარისხოვანია, ვერ შეეხებიან, მაგრამ სადაც იქნება დასაშვები, ხარჯი უნდა შეიკვეცოს", - აცხადებს report.ge-თან ლევან ქისტაური. 

ცნობისთვის, დღეს თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლებიც თბილისის ბიუჯეტშია გაწერილი.

კალაძემ ვიცე-მერისგან მოისმინა, რა მდგომარეობაა ბიუჯეტთან დაკავშირებით, როგორც ხარჯვით, ისე შემოსავლების ნაწილში.

ვიცე-მერმის, ირაკლი ხმალაძის თქმით, პანდემიის პირობებში, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო, საგადასახადო ნაწილში შემოსავლები მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მუნიციპალიტეტს სავარაუდოდ, საპრივატიზაციო გეგმის გაზრდა და საპრივატიზაციო აქტივის მეტად მობილიზება მოუწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system