თავში

მესაქონლეობაში კვალიფიციური კადრების მომზადება იწყება

მესაქონლეობაში კვალიფიციური კადრების მომზადება იწყება
მესაქონლეობაში კვალიფიციური კადრების მომზადება იწყება

"მესაქონლეობაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობა თვალსაჩინოა და თანამედროვე აგრარული ცოდნის მიღება ახალგაზრდებისთვის უმნიშვნელოვანესია,"  -ასე აფასებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი აგარარული სკოლის ფუნქციონირების მნიშვნელობას დმანისში, სოფელ სარკინეთში.

უწყების განმარტებით, უცხოური გამოცდილება და თანამედროვე სამეწარმეო და ფერმერული უნარების შეძენა არის სოფლის მეურნეობის წინსვლის ერთ-ერთი გარანტი.

როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში პროფესიული განათლების კულტურა, აგრარულ სექტორში, ორი საუკუნის წინაც არსებობდა. სამინისტროს ცნობით, პროფესიული სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის არსებობის ტრადიცია საქართველოში 1883 წლიდან იღებს სათავეს. ილია წინამძღვრიშვილის თაოსნობით და იაკობ გოგებაშვილის ჩართულობით საგურამოში წინამძღვრიაანთკარში, იმ დროისთვის ამიერკავკასიაში პირველი პროფესიული სკოლა გაიხსნა. ეს პროფესიული სასწავლებელი, სახეცვლილი ფორმით, დღემდე არსებობს და ილია წინამძღრიშვილის სახელს ატარებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მეცხრამეტე საუკუნეში, ქვემო ქართლში ყველის 33 შვეიცარიული საწარმო, ასევე შვეიცარიული სკოლა ფუნქციონირებდა.

განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. მათ შორის, დუალური განათლება არის პირდაპირ თანხვედრაში იმ ამოცანებთან, რომელიც ჩვენს სამინისტროს გააჩნია სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. ჩვენ ვხედავთ, ინვესტორების ინტერესი მესაქონლეობაში იზრდება. მაგრამ, მათ პროფესიული კადრების ნაკლებობა აქვთ და ზუსტად ამ დეფიციტის აღმოფხვრა შეუძლია შვეიცარული აგრარულ სასწავლებელს“, -აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, შვეიცარიული სტანდარტის კოლეჯი სპეციალისტებს მეცხოველეობის, რძისა და ყველის გადამუშავების მიმართულებით მოამზადებს. თეორიულ სწავლებასთან ერთად, გათვალისწინებულია პრაქტიკული გამოცდილების მიღებაც, რისთვისაც კოლეჯის ტერიტორიაზე აშენდება მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტის ყველის ქარხანა.

დმანისში, სოფელ სარკინეთში ქართულ-შვეიცარიული აგრარული პროფესიული სასწავლებელი „ქართულ-შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system