თავში

იანვარ-მარტში ყველაზე მეტი პროდუქტი აზერბაიჯანში გავყიდეთ და თურქეთიდან ვიყიდეთ

მეტი პროდუქტი აზერბაიჯანში გავყიდეთ და თურქეთიდან ვიყიდეთ
იანვარ-მარტში ყველაზე მეტი პროდუქტი აზერბაიჯანში გავყიდეთ და თურქეთიდან ვიყიდეთ

2020 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.9 პროცენტი შეადგინა.

საგარეო ვაჭრობი წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა  დღეს განაახლა.

საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 121.9 მლნ. აშშ დოლარით აზერბაიჯანი იკავებს, მეორე ადგილზეა ჩინეთი – 99.9 მლნ. აშშ დოლარით და ხოლო მესამეზე რუსეთი – 91.2 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის პირველ სამ თვეში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 348.3 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 210.1 მლნ. აშშ დოლარით და აზერბაიჯანი – 184.3 მლნ. აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71.1 პროცენტია. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 402.2 მლნ. აშშ დოლარით, აზერბაიჯანი – 306.2 მლნ. აშშ დოლარით და რუსეთი – 301.4 მლნ. აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მარტში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შემცირდა

ცნობისთვის, საქსტატმა საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებია13 აპრილს გამოაქვეყნა.

დღეს კი დეტალური ანგარიში წარადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system