თავში

მიკროავტობუსებით მგზავრობა შეიძლება 50 თეთრამდე გაიაფდეს

მიკროავტობუსებით მგზავრობა შეიძლება 50 თეთრამდე გაიაფდეს
მიკროავტობუსებით მგზავრობა შეიძლება 50 თეთრამდე გაიაფდეს

ახალი მიკროვატობუსებით მგზავრობა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ ქსელშია ჩართული, შესაძლოა, გაიაფდეს და 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი გახდეს. ამას ითვალისწინებს "საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის 2021-2023 წლების სამუშაო პროგრამა", რომელსაც თბილისის საკრებულო დღეს განიხილავს.

პროგრამა 15 პუნქტისგან შედგება და მათგან ერთ -ერთი სწორედ სამგზავრო ტარიფს ეხება.

„სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსებით (მიკროავტობუსებით) მგზავრობის ფასის დადგენა 50 თეთრის ოდენობით“, - ვკითხილობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის 2021-2023 წლების სამუშაო პროგრამაში.

დღეს დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ ტარიფის ცვლილება არ შეეხება ყვითელ მიკროავტობუსებს და მგზავრობის საფასურის შემცირება მხოლოდ ახალ მიკროავტობუსებზე იქნება გათვლილი, რომლებიც მეტროსთან და ავტობუსებთან გადახდის სისტემაში არიან ინტეგრირებული. 

თბილისში 180 ახალი მიკროავტობუსი 24 თებერვლიდან ამოძრავდა. დედაქალაქმა „ფორდის“ მარკის 300 ერთეული ახალი მიკროავტობუსი ოქტომბერში იყიდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 300 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ 30-მილიონიან ტენდერში გამარჯვებულია "ჯი-თი მოტორსი", რომელიც დედაქალაქს Ford Transit-ის მარკის მიკროავტობუსებს მოაწვდის. 17 სამგზავრო ადგილიანი ერთი მიკროავტობუსის შესასყიდი ფასი 101,656 ლარია. ტექნიკური პარამეტრების თანახმად, ახალი მიკროავტობუსის საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე ქალაქში 9 ლიტრის ფარგლებშია. სატენდერო კომისიამ Ford-ის კონკურენტის, Hyundai-ის დისკვალიფიკაციის შემდეგ მიიღო.




ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system