თავში

მინისტრი: ბრიტანეთიდან წამოსული პირდაპირი ინვესტიციები 30%-ით გაიზარდა

მინისტრი: ბრიტანეთიდან წამოსული პირდაპირი ინვესტიციები 30%-ით გაიზარდა
მინისტრი: ბრიტანეთიდან წამოსული პირდაპირი ინვესტიციები 30%-ით გაიზარდა

"დღეს კოვიდ-ისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ბრიტანეთიდან წამოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეორე კვარტალში თითქმის 30 პროცენტით გაიზარდა", - ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოერთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან მარკ კლეიტონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. გაერთიანების სამეფოს ელჩი თავის უფლებამოსილების შესრულებას 2020 წლის აგვისტოდან შეუდგა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრიტანეთი ლიდერი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით და 2020 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32% სწორედ ბრიტანეთზე მოდის. ბრიტანული კომპანიების სახელით გამოითქვა დიდი ინტერესი საქართველოს ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორების, აგრეთვე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და მაღალტექნოლოგიური პროექტების მიმართ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ ჩვენი ახალი პროაქტიული საინვესტიციო პოლიტიკის ფარგლებში, რათა მოვიზიდოთ მეტი ბრიტანელი ინვესტორი საქართველოში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system