თავში

მინისტრის მოადგილე ეკონომიკურ ზრდას აფასებს

მინისტრის მოადგილე ეკონომიკურ ზრდას აფასებს
მინისტრის მოადგილე ეკონომიკურ ზრდას აფასებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ნოემბრის ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა როგორც მრეწველობის, ასევე მშენებლობის და მომსახურების სექტორებში.

მისი თქმით, მიმდინარე წლის ნოემბერში მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

„ნოემბერში ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ. ნოემბერში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 25.2 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 345.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 4.2 პროცენტით გაიზარდა და 782.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ნოემბერში სავაჭრო დეფიციტი 38.1 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 436.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამასთან, ნოემბერში ტურიზმიდან შემოსავლების ზომიერი 5.6%-იანი (10.7 მლნ. აშშ. დოლარით) ზრდა დაფიქსირდა. გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, ნოემბერში 13.7 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 129.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების, საგარეო გამოწვევების და დაძაბული შიდაპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველო მდგრადია შოკების მიმართ, რისი შედეგიცაა მოსალოდნელზე მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system