თავში

მობილურზე საუბარი გაიაფდა

მობილურზე საუბარი გაიაფდა
მობილურზე საუბარი გაიაფდა

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით, მობილურზე ხმოვანი საუბრის საშუალო ტარიფი შემცირებულია. თუ 2021 წლის თებერვლის მდგომარეობით, ერთი წუთი ხმოვანი საუბრის ფასი 3.4 თეთრია, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ხმოვანი ზარის ღირებულება წუთში 3.5 თეთრს შეადგენდა.

თებერვალში ოპერატორებმა  37.8 მილიონი ლარის შემოსავლები მიიღეს, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5%-ით ნაკლებია.

შემცირებულია ქვეყანაში მოქმედი მობილური აბონენტების რაოდენობაც. 2021 წლის თებერვალში აბონენტთა რაოდენობა 4.88 მილიონია, ხოლო 2020 წლის თებერვალში ქართული ოპერატორების აბონენტების ოდენობა (აქტიური SIM ბარათების რაოდენობა) 4.99 მილიონი იყო. 

საქართველოში მობილური ინტერნეტიც გაიაფებულია

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system