თავში

მოქალაქეებზე 116 820 100 ლარის კომპენსაცია გაიცა

მოქალაქეებზე 116 820 100 ლარის კომპენსაცია გაიცა
მოქალაქეებზე 116 820 100 ლარის კომპენსაცია გაიცა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 245 421 პირი. მათგან 160 161 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია, ხოლო სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, პანდემიის გამო დაზარალდნენ, დასაქმების სააგენტოს ინფორმაციიით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა აპრილის თვის 90 131 პირს. მაისის თვის 135 670 პირს, ივნისის - 118 058 პირს. გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 68 771 800 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

ცნობისთვის, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს დღის ბოლოს იწურება. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განეახლებინათ 2020 წლის 1 აგვისტომდე.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდა 35 564 უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული პირი. მათგან 28 717 პირს უკვე გადაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, რაც 8 615 100 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის მიმღებ პირთა რეგისტრაცია დღეს იწურება, თუმცა თანხების გადარიცხვა კვლავაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system