თავში

მომავალ საკურორტო სეზონს ქვეყნა ახალი მენეჯმენტის სქემით შეხვდება

მომავალ საკურორტო სეზონს ქვეყნა ახალი მენეჯმენტის სქემით შეხვდება
მომავალ საკურორტო სეზონს ქვეყნა ახალი მენეჯმენტის სქემით შეხვდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კურორტების მართვის კანონპროექტი შეიმუშავა და პარლამენტს გადაუგზავნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ, დამოუკიდებელი მენეჯმენტით კურორტების მართვის ორგანიზაციები ჩამოაყალიბონ, რომლებიც კურორტების სერვისების განვითარებაზე იქნებიან პასუხისმგებლები.

ჩვენმა უწყებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც უკვე პარლამენტშია და რომელიც გულისხმობს იმ შესაძლებლობას, რაც ექნება ცალკეულ მუნიციპალიტეტებს, სადაც საკურორტო ზონებია. მაგალითად, ბაკურიანი, გუდაური, შეიძლება იყოს ურეკი, ან თუნდაც უშგული, რომლებსაც არ აქვთ სპეციალური ადმინისტრაციული ორგანო. მაგალითად, ბაკურიანს დღეისთვის ემსახურება ბორჯომის მუნიციპალიტეტი და დღეისთვის კურორტზე ადამიანთა გაზრდილი რაოდენობის და საჭიროებების გათვალისწინებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი ასე დისტანციურად ვერ უზრუნველყოფს ბაკურიანში სერვისების განვითარებას. ჩვენმა სამინისტრომ პარლამენტს მისცა ეს კანონპროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტებს მისცემს შესაძლებლობას, დააფუძნონ კურორტების მართვის ორგანიზაციები, რომელსაც ეყოლება თავისი მენეჯმენტი და რომელიც უზრუნველყოფს ამ კურორტებზე მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდებას, ისევე როგორც ამ კურორტების ერთიან მართვას“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საკურორტო ზონებს ერთი მენეჯერი უნდა მართვადეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, უნდა არსებობდეს საკურორტო ზონის გენერალური მენეჯერი, რათა ისეთი პრობლემები არ შეიქმნას მომავალში, როგორც წელს გუდაურსა და ბაკურიანში იყო. აქ პრემიერმა წელს გუდაურსა და ბაკურიანსი შექმნილი წყლის დეფიციტი იგულისხმა. მისივე თქმით, ინიციატივას უახლოეს მომავალში პარლამენტში წარადგენენ, და მომავალ საკურორტო სეზონს ქვეყნა უკვე ახალი მენეჯმენტის სქემით შეხვდება.

"ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ქვეყნის სახე, ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის ბრენდინგი და თითოეულ შეცდომას, რომელიც მოხდა ბაკურიანსა და გუდაურში, აქვს სერიოზული ზეგავლენა ტურიზმის განვითარებაზე“, - განაცხადა პრემიერმა გახარიამ რამდენიმე დღის წინ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system