თავში

მომავალ წელს მთავრობა ხარჯებს 17 მილიარდამდე ზრდის

მომავალ წელს მთავრობა ხარჯებს 17 მილიარდამდე ზრდის
მომავალ წელს მთავრობა ხარჯებს 17 მილიარდამდე ზრდის

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისმიხედვით, მომდევნო წელს მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. 

მომავალი წლის გაზრდილ ხარჯს მთავრობა 2020 წელს აღებული საგარეო ვალით აბალანსებს.

დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობა დამატებით 2.1 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი საგარეო ვალის აღებას გეგმავს. შედარებისთვის 2020 წელს ახალი საგარეო ვალის აღებით მიღებული შემოსავალი 6.2 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. შიდა ვალის სახით კი მთავრობა 1 მილიარდი ლარის მოზიდვას გეგმავს, რაც 2020 წლის შიდა ვალის გეგმასთან შედარებით 850 მილიონი ლარით ნაკლებია. ამასთან, ბიუჯეტის თანახმად, იზრდება ვალის მომსახურების საფასური, რაც 2.6 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. ჯამურად, ბიუჯეტის დეფიციტი 2021 წელს 5.1%-ს მიაღწევს.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ხაზინაში არსებული ბიუჯეტის ნაშთი 2.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ეს ნაშთი კი, დასახარჯად 2021 წელს გადავა.

2021 წელს სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურებაზე 2.9 მილიარდი ლარი დაიხარჯება, რაც 2020 წელთან შედარებით 1.57 მილიარდი ლარით მეტია. ვალის მომსახურების ზრდა, პირველ რიგში, 2021 წლის აპრილში $500 მილიონის მოცულობის ევრობონდების დაფარვას უკავშირდება. შიდა ვალის მომსახურება კი მომდევნო წელს ბიუჯეტს 600 მილიონი ლარი დაუჯდება, რაც 2020 წელთან შედარებით 152 მილიონი ლარით მეტია.

ცნობისთვის, მომავალ წელს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.

მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system