თავში

მომავალ წელს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის

მომავალ წელს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის
მომავალ წელს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის

2021 წლის ბიუჯეტის პროექტით, მთავრობა საგადასახადო შემოსავლების გაუმჯობესებას პროგნოზირებს. 

2020 წლისთვის საგადასახადო გეგმა 9 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, 2021 წლისთვის კი, საგადასახადო შემოსავლების 10.45 მილიარდ ლარამდე ზრდა არის დაგეგმილი.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის დაგეგმილი.

მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე 2020 წლის ნომინალური მშპ 49.9 მლრდ ლარით განისაზღვრა, 2021 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 54.5 მლრდ ლარს შეადგენს, 2024 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 69 მლრდ ლარამდე.

არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, 2020 წელს COVID-19 პანდემიის გავრცელებიდან გამომდინარე შემცირებული საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი შეადგენს 10.51 მლრდ ლარს.

2021 წლის განახლებული პროგნოზი კი ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 12.2 მლრდ ლარს, რაც 105,0 მლნ ლარით ნაკლებია 2020 წლის პირველად პროგნოზთან შედარებით.

გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

  • საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 883.0 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 3 599,7 მლნ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 283,3 მლნ ლარს;
  • მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 935.0 მლნ ლარით;
  • დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 367.0 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 4 347.3 მლნ ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტების წილი 1 019.7 მლნ ლარს (მუნიციპალიტეტების დღგ 2020 წელთან შედარებით იზრდება 139 მლნ ლარით);
  • აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 532.0 მლნ ლარის ოდენობით;
  • იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 78.0 მლნ ლარით;
  • ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 447.0 მლნ ლარს;
  • სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა (-42.0) მლნ ლარით;

მთავრობა გეგმავს 2021 წელს აქტიურად გაგრძელდეს წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი გადასახადების (ძირითადად დღგ) დაბრუნების პროცესი და მოსალოდნელია რომ 2021 წელს დაბრუნდება 1 მილიარდ ლარამდე.

2020 წლის მიმდინარე პერიოდში უკვე დაბრუნებულია 600 მილიონ ლარზე მეტი და მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე დაბრუნდება 1 მილიარდ ლარზე მეტი.

ცნობისთვის, გაისად მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. მომავალი წლის გაზრდილ ხარჯს მთავრობა 2020 წელს აღებული საგარეო ვალით აბალანსებს.

მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდება.

ცნობისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წელს 5%-იან ეკონომიკურ ვარდნას ვარაუდობს. მომავალ წელს კი, EBRD-ის ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ 3.5%-იანი ზრდა იქნება. EBRD-ის მიხედვით, წელს ეკონომიკა მთლიანობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში 4.5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი, ეკონომიკური აღდგენა მხოლოდ 2.5%-ით მოხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system