თავში

მოსავლის შენახვის რა მეთოდებს იყენებს ხალხი რეგიონებში

მოსავლის შენახვის რა მეთოდებს იყენებს ხალხი რეგიონებში
მოსავლის შენახვის რა მეთოდებს იყენებს ხალხი რეგიონებში

საქართველოს რეგიონების მიხედვით, მოსავლის შენახვის მეთოდები განსხვავებულია. თუკი სარეალიზაცია პროდუქტის შესანახად სამაცივრე მეურნეობას ალტერნატივა არ აქვს, ოჯახისთვის საკმარისი, ხშირ შემთხვევაში, გასაყიდი პროდუქტის შენახვა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. როგორც report.ge-მ გაარკვია, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაზე არქაული ფორმა  - მოსავლის შესანახი ორმო, დღესაც აქტიურად გამოიყენება მთიან რეგიონებში, მათ შორის, როცა გასაყიდი პროდუქტის შენახვა უწევთ. ბარში ძირითადად ხალხი მოსავალს სარდაფებსა და საკუჭნაოებში ინახავს.  

როგორც აღმოჩნდა, მთიან აჭარაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს ხალხი ნალიაში, თივის გროვაში ინახავს, გამოიყენება ორმოც, სადაც ნებისმიერი დასახელების ხილისა და ბოსტნეულის, ასევე ყველის შენახვაა შესაძლებელი. ამის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გობრონეთში მცხოვრები ზებურ ბოლქვაძე საუბრობს.

,,პროდუქტს ადრე ვინახავდით ორმოებში. მთაში ვინც ცხოვრობს, ამ მეთოდს დღესაც იყენებს, განსაკუთრებით ხულოში, ქედაში - ნაკლებად. ძველ დროში,რადგან მცივარ არ იყო, ყველსაც კი მიწაში ინახავდა ხალხი,  თვეობით ძლებდა. თანაც ისე, რომ სასარგებლო და გემოვნურ თვისებებს სრულად ინარჩუნებდა.  ჩვენთან, ჯერჯერობით არ არის სამაციცრე შესანახი საწარმოები გლეხური მეოურნეობისთის ხელმისაწვდომი, ამიტომ ყველს ოჯახი მარილიან წყალში 1 წელიც კარგად ინახება. ასევე დამარილებული კარაქიც. ხილს დღესაც ნალიაში, თივაში ვინახავთ. ასე რომ არ მოვიქცეთ პროდუქტს ზამთარში ყინვა გაყინავს, მაღალ ტემპერატულარზე კი დალპება, მაისამდე ასე ვინახავ ხილსა და ბოსტნეულს", - ამბობს ზებურ ბოლქვაძე report.ge-თან. 

ყაზბეგში მცხოვრები ფერმერის, ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის დირექტორის კახა ჯანუყაშვილის თქმით, ამუნიციპალიტეტში ხალხი ამსიურად ორმოებს იყენებს პროდუქტის შესანახად, განსაკუთრებით კარტოფილისთვის, ეს ეხება როგორც ოჯახის მოხმარებისთვის საკმარის რაოდენობას, ასევე სარეალიზაციო პროდუქტსაც.  

,,შესანახი მეურნეობა ძალიან დაბალ დონეზეა განვითარებული. ამიტომ ხალხი იძულებულია ორმოში შეინახოს გასაყიდი პროდუქტიც, ყველაზე მეტად, კარტოფილი. ამ წუთში იღებს მოსახლეობა ორმოებიდან კარტოფილს, ტრადიციული მეთოდია, რასაც ადგილობრივები იყენებენ", - ამბობს ჯანყურაშვილი.

როგორც აღმოჩნდა, ორმოებს კარტოფილის შესანახად ახალციხელი ფერმერების ნაწილი დღესაც იყენებს. ამის შესახებ ახალციხის ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელმა მახარე მაცუკატოვმა report.ge-თან ორიოდე დღის წინ აღნიშნა და განაცხადა, რომ რეგიონში სასაწყობო-შემნახველი საწარმოების დიდი პრობლემაა. 

,,ლოჯისტიკური ცენტრები რომ იყოს, კარტოფილის გადაარჩევის საშუალება გვექნებოდა, მაგრამ ამ შესაძლებლობას მოკლებული ვართ, 21 საუკუნეა და არ შეიძლება, ორმოებში ინახებოდეს კარტოფილი", - განაცხადა ფერმერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system