თავში

მოთხოვნისა და ფინანსებზე წვდომის დეფიციტი ბიზნესის გამოწვევად რჩება

მოთხოვნისა და ფინანსებზე წვდომის დეფიციტი ბიზნესის გამოწვევად რჩება
მოთხოვნისა და ფინანსებზე წვდომის დეფიციტი ბიზნესის გამოწვევად რჩება

2021 წლის II კვარტლისთვის, მოთხოვნისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სიმცირე ბიზნეს საქმიანობისთვის კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორებად რჩება. ამის შესახებ ირკვევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის კვლევიდან, რომლის მიხედვით, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის უფრო მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ვიდრე დიდი კომპანიებისთვის.

ISET-ის მიხედვით, 2021 წლის II კვარტლისთვის, "სხვა" ფაქტორები ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის (გასული ოთხი კვარტლის მდგომარეობით, საშუალოდ, დიდი კომპანიების 37% და მცირე და საშუალო კომპანიების 32% ასახელებს "სხვა" ფაქტორებს მთავარ შემზღუდველ ფაქტორად), რაც შესაძლოა COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვების შედარებით შემსუბუქებაზე მიუთითებდეს.


დასაქმებისა და შემოსავლების შემცირებამ მცირე და საშუალო ბიზნესს რთული მდგომარეობა შეუქმნა. კომპანიების დიდი ნაწილი კოტრდება ან გაკოტრების ზღვარზეა. როგორც მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე report.ge-თან აცხადებს, ეპიდემიური პრობლემა ყველაზე მეტად სწორედ კერძო სექტორს შეეხო და მათ განვითარებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა. სპეციალისტები ერთადერთ გამოსავალს ხედავენ იმაში, რომ ბიუროკრატიული ხარჯი შემცირდეს. სსვა შემთხვევაში, როგორც ფინანსისტი დავით წიქარაძე აღნიშნავს, კერძო სექტორი სრულ კატასტროფამდე მივა. 

ცნობისთვის, 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2019 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5 პროცენტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system