თავში

მოუწევთ თუ არა საწვავის მარკირება იმპორტიორებს

მოუწევთ თუ არა საწვავის მარკირება იმპორტიორებს
მოუწევთ თუ არა საწვავის მარკირება იმპორტიორებს

"საწვავის სავალდებულო მარკირება იმ საკანონმდებლო ინიციატივაში, რასაც პარლამენტი ამჟამად განიხილავს, ინიცირებული არაა, თუმცა ამაზე ვმჯელობთ და მუშაობა მიმდინარეობს," -  ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძე აცხადებს.

მარკირება არა, თუმცა საწვავის ხარისხის კონტროლის გასამკაცრებლად დაგეგმილია რიგო ცვლილებელი კანონში.

"სამწუხაროდ, ხშირია იმპორტიორის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება. უმეტესად ეს ეხება წვრილ და არაბრენდულ ნავთობიმპორტიორებს. ეს დადასტურდა ჩვენი კვლევებით.  ფაქტია, რომ ამჟამად მოქმედი ფულადი სანქცია საწვავის მოთხოვნილი ნორმების დარღვევისთვის არის დაბალი და მათ უღირთ მისი გადახდა, ანუ გამოდის, რომ, სამქციას არ აქვს შემაკავებელი და პრევენციული ეფექტი. ამიტომ ვგეგმავთ დღეს არსებული 8 ათას ლარიანი ჯარიმა გავზარდოთ 20 ათასამდე. ამას დაემატება საწვავის რეალიზაციის ფასის ნამრავლი ფაქტობრივად არსებულ საწვავის ოდენობაზე, რომელიც ჩვენ დაგვხვდება ბენზინგასამართის რეზერვუარში და ჯამში მივიღებთ სოლიდურ თანხას, რასაც აუცილებლად ექნება შემაკავებელი ეფექტი. რაც შეეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ის გათვალისწინებულია მხოლოდ დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში," - ამბობს ნელი კორკოტაძე.

შეგახსენებთ, საწვავის ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზე პარლამენტმა საკომიტეტო განხილვები დღეს დაიწყო. კომიტეტების მიღებულ დასკვნას 13 და 14 ივლისს რიგგარეშე სხდომებზე განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system