თავში

მშენებლობების სიდიდით კახეთი რეგიონებს შორის პირველია

მშენებლობების სიდიდით კახეთი რეგიონებს შორის პირველია
მშენებლობების სიდიდით კახეთი რეგიონებს შორის პირველია

 უძრავი ქონების ბაზარი ახლებურად გადააწყო. მშენებლობები მთელი ქვეყნის მასშტაბით შემცირდა, თუმცა შეიცვალა ტენდენციაც და აჭარამ პოზიცია დათმო. როგორც ,,საქსტატის" მონაცემიდან ირკვევა, დასრულებული მშენებლობების სიდიდით იგი რეგიონების ოთხეულშიც ვერ შევიდა, თუმცა ჩასატარებელი სამუშაოებით მეოთხე ადგილს იკავებს. სამაგიეროდ, კახეთის როლი გააქტიურდა, თბილისის შემდეგ იგი პირველია, სადაც ყველაზე მეტი დასრულებული მშენებლობა ფიქსირდება. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი პრობლემას მხოლოდ კორონავირუსს არ უკავშირებს და აცხადებს, რომ უძრავი ქონების ბაზარი საგრძნობლად დაზარალდა გაუაზრებელი რეგულაციებით, რასაც შემდეგში covid-19-ის გავლენაც დაემატა. 

,,გაჩერებული იყო ეკონომიკა და ამის შედეგი უძრავი ქონების ბაზარზეც აისახა. ამიტომ დროულად ვერ მოხერხდა საცხოვრებელი ფართების ექსპლუატაციაში შესვლა. ფაქტობრივად არაფერი აშენებულა. ახლა ის დროა, რომ ჩამორჩენას დავეწიოთ. პრობლემა მხოლოდ covid-19-ს არ უკავშირდება, ბევრი ისეთი რეგულაცია შემოვიდა, რომელმაც აქტივობები შეაჩერა, პროექტების უმეტესობა გადავადდა და ჯამში მძიმე შედეგი მივიღეთ. ეს მდგომარეობა მოსალოდნელი იყო. ვერ ვიტყვით, რომ ინვესტიციები რეგიონებში არ ნაწილდება, თუმცა ინვესტორებისთვის ყველაზე მოთხოვნადი მაინც დედაქალაქია. კახეთის როლმა წამოიწია, არ ვიცი კონკრეტული მიზეზი, რას შეიძლება ეს ტენდენცია დავუკავშიროთ, ალბათ შეიძლება აიხსნას იმით, რომ ეპიდემიურ პერიოდში საზღვაო კურორტებისადმი ნაკლები ინტერესია. მიჭირს საუბარი, მომავალი წლიდან რამდენად შევძლებთ მდგომარეობიდან გამოსვლას, წინ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, რაც ასე მარტივად ვერ მოგვარდება. შეიძლება, რომ არსებული სტატისტიკა არ გაუარესდეს, მაგრამ არც გაუმჯოებესების მოლოდინი მაქვს", - აცხადებს როსტომაშვილი report.ge-თან.  

საქართველოში 2020 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია მშენებლობის 4169 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,5 პროცენტით ნაკლებია.

2020 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. ამასთან, დასრულებული მშენებლობების ნახევარზე მეტი ასევე ოთხ რეგიონზე ნაწილდება, მათ შორის 29,3 პროცენტი – თბილისი, 14,4 პროცენტი – კახეთის რეგიონი, 12,1 პროცენტი – იმერეთი, ხოლო 9,4 პროცენტი – ქვემო ქართლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system