თავში

მსოფლიო ბანკი კორონავირუსის დასამარცხებლად 12 მილიარდ დოლარს გაიღებს

​მსოფლიო ბანკი კორონავირუსის დასამარცხებლად 12 მილიარდ დოლარს გაიღებს
მსოფლიო ბანკი კორონავირუსის დასამარცხებლად 12 მილიარდ დოლარს გაიღებს

მსოფლიო ბანკი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

სახსრები განვითარებადი ქვეყნების დახმარებაზე დაიხარჯება, რათა მათი ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება მოხდეს.

ვინაიდან COVID-19-მა 60-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა, მსოფლიო ბანკი უზრუნველყოფს წვდომას 12 მილიარდი დოლარის ოდენობის საწყის პაკეტზე, როგორც გადაუდებელი დახმარება გლობალური ეპიდემიის სამედიცინო და ეკონომიკური შედეგების გადალახვის მიზნით. აღნიშნული დაფინანსება სახელმწიფოებს დაეხმარება ეფექტური ზომები მიიღონ და სადაც შესაძლებელია, შეამსუბუქონ შედეგები“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად თანხის გამოყოფაზე განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაავრცელა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 93 160-ია. აქედან 10 000-ზე მეტი შემთხვევა, სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა. ვირუსს 80 ქვეყანა ებრძვის. ჩინეთში კი საიდანაც ვირუსი გავრცელდა, დაინფიცირდა 119 და დაიღუპა 38, საავადმყოფოდან გაწერეს 2652 მოქალაქე. მსოფლიო მასშტაბით 50 961 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათგან ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი ტემპერატურა და ხველა მხოლოდ ერთს აღენიშნება.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 20-მდე პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რამდენიმე მათგანს მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომები აღენიშნება. ექვს ახალ პაციენტს კი, კორონავირუსზე დღეს გამოიკვლევენ და პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system