თავში

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები კორონავირუსის წინააღმდეგ ერთიანდებიან

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები კორონავირუსის წინააღმდეგ
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები კორონავირუსის წინააღმდეგ ერთიანდებიან

საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი იმ ქვეყნებს დაეხმარებრიან, რომელთა ეკონომიკა კორონავირუსის გამო დაზარალდა.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში ვკითხულობთ, პრიორიტეტული იქნება ღარიბი ქვეყნები, სადაც ჯანდაცვის სისტემები ყველაზე სუსტია, ხოლო მოსახლეობა კი დაუცველი. ფინანსური ინსტიტუტები ქვეყნებს ფინანსურად დაეხმარებიან, გააძლიერონ ეპიდემიური ზედამხედველობის ეროვნული სისტემები და საპასუხო ზომები მიიღონ, სამომავლო ეპიდემიის რისკის შესამცირებლად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი მზად არიან დაეხმარონ ჩვენს წევრ ქვეყნებს დასძლიონ კორონავირუსით გამოწვეული ადამიანური ტრაგედია და ეკონომიკური ზარალი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო დაწესებულებებთან და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ღარიბ ქვეყნებს, სადაც ჯანდაცვის სისტემები ყველაზე სუსტია, ხოლო მოსახლეობა კი დაუცველი. ყველა ჩვენს ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, მათ შორის გადაუდებელ დაფინანსებას, პოლიტიკის საკითხებზე რჩევებს და ტექნიკურ დახმარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო კვირის განმავლობაში მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება 444 მილიარდი დოლარით შემცირდა. 

კორონავირუსმა, იგივე Kovid 19-მა ჩინეთში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა. მას შემდეგ ჩინეთსა და მსოფლიოში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი იზრდება.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშიში ვირუსი დღეისათვის მსოფლიოს 67 ქვეყანაში ფიქსირდება.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.

ჩინეთში, საიდანაც ვირუსი გავრცელდა, ღამის განმავლობაში ინფიცირების 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 კი პაციენტი გარდაიცვალა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი COVID-19 76 ქვეყანაშია დადასტურებული. დაავადების პირველი შემთხვევები გამოვლინდა ლატვიაში, პორტუგალიაში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, სენეგალსა და ტუნისში.

სამხრეთი კორეა, იტალია, ირანი და იაპონია - ეს ის ქვეყნებია, სადაც კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე შემაშფოთებელი ვითარებაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის 9-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე თავად ჩინეთში. თუმცა ორგანიზაციაში იმასაც აცხადებენ, რომ სწორი ზომების მიღების შემთხვევაში დაავადებასთან გამკლავება შესაძლებელია.

ამასთან, COVID-19-ის ევროპაში გავრცელების მასშტაბის ზრდის ფონზე, რისკის „საშუალო“ დონე „მაღალით“ შეიცვალა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დღეს კი ქვეყანაში "კოვიდ 19-ის" სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. სამივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა. მათგან ერთი იტალიაში მოგზაურობის შემდეგ დაინფიცირდა, ხოლო ორი ირანში იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system