თავში

მსოფლიო ტურიზმის მომავალი ინოვაციები დიჯიტალიზაცია და ახალი ტექნოლოგიაა

მსოფლიო ტურიზმის მომავალი ინოვაციები დიჯიტალიზაცი
მსოფლიო ტურიზმის მომავალი ინოვაციები დიჯიტალიზაცია და ახალი ტექნოლოგიაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას, განმარტებით, ე. წ. „თბილისის დეკლარაცია“ შეიცავს იმ პოლიტიკის ძალიან პოზიტიურ შეფასებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს, რათა ქვეყანა, ტურიზმი იყოს უსაფრთხო და ჩვენი როლი გლობალურ ტურიზმში კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს.

ნათია თურნავას თქმით, ძალიან საინტერესო იყო ფორუმზე მოსმენა, რომ მსოფლიო ტურიზმის მომავალი ინოვაციები, დიჯიტალიზაცია და მეტი ახალი ტექნოლოგიაა. მინისტრის შეფასებით, საქართველო ამ მხრივ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რადგან ძალიან ბევრი ელექტრონული პლატფორმა სწორედ კოვიდ-პანდემიის დროს დაინერგა, მათ შორის - „იმუშავე საქართველოდან,“ რომელიც მოუწოდებს „ფრილანსერებს,“ დისტანციურად დასაქმებულებს მთელი მსოფლიოდან, რომ ჩამოვიდნენ და თავიანთი საქმიანობა საქართველოდან წარმართონ.

„ეს პროგრამა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ასევე ბიზნესვიზიტორების პლატფორმა და ბევრი ინოვაციური გადაწყვეტილება, რომლებზეც მთავრობა და ჩვენი სამინისტრო მუშაობს. ასევე საინტერესოა ის პროგრამები, რომლებსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აანონსებს და მათ შორის საქართველოშიც აამოქმედებს - ეს არის აგროტურიზმის, ასევე სხვადასხვა მცირე სოფლის მხარდაჭერა, რაც მომავალში ძალიან საინტერესო იქნება უცხოელი ვიზიტორებისთვის, რომლებსაც ახალი, უნიკალური ადგილების მონახულება ენდომებათ და რა თქმა უნდა, ამაში მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, აგროტურიზმის განვითარებისთვის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სპეციალური აკადემიას ქმნის. ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის ცნობით, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სოფლის ტურიზმის განვითარებისთვის ახალ გზამკვლევზე მუშაობს, რომელიც 100-ზე მეტი ახალი ტურისტული ლოკაციის შექმნას გულისხმობს. 

"ჩვენ მოგაწვდით კონრეტულ, მზა რეცეპტებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სოფლებმა, რომ ისინი ახალი ტურისტული დანიშნულების წერტილებად იქცნენ, როგორი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ მათ ამისთვის. ალბათ, 1 ან 1.5 წელში ჩვენ უნდა გვქონდეს 100-მდე, ან 100-ზე მეტი ახალი ტურისტული დანიშნულების წერტილი, რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული. UNESCO-ს ყველა ვიცნობთ და მათ მიერ აღიარებული ძალიან ბევრი ადგილი ვიცით, თუმცა ახალი სოფლის გაჩენა ტურისტულ რუკაზე ნამდვილად საჭიროებს მის აღიარებას“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გუშინ გაიხსნა და დღეს დაიხურება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გაეროს-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერასმა, რომელიც ვიდეომიმართვით ჩაერთო საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაში. UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომას მსოფლიოს 24 ქვეყნის 170-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system