თავში

მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძვირადღირებული რკინიგზა ჰამბურგშია

მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძვირადღირებული რკინიგზა ჰამბურგშია
მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძვირადღირებული რკინიგზა ჰამბურგშია

მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძვირადღირებული რკინიგზის მოდელი ჰამბურგში მდებარეობს. ამის შესახებ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა  (BTK) საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს. მათი ინფორმაციით, ჰამბურგის მინიატურული საოცრებათა სამყაროს გერმანიის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს.

"ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სარკინიგზო მოდელი, რომლის ღირებულებაც 15 მილიონ ევროს უტოლდება. მოდელი 200 კვ.მ.-ზეა განთავსებული. 930 მატარებლით, 8850 ავტომობილით და გემით, 200 000 მინიატურული „მაცხოვრებლით“ გაფორმებული ეს სამყარო ნამდვილად გასაოცარ სანახაობას გპირდებათ," - განმარტავს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მხარე.

BTK 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს არის უმოკლესი გზა არა მხოლოდ 3 ქვეყანას, არამედ აზიასა და ევროპას შორის. BTK საშუალებას გაძლევთ შეამციროთ საქონლის ტრანსპორტირების დრო. რკინიგზა ხელს უწყობს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის შესვლას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე. BTK– ის საერთო სიგრძეა 846 კმ. აქედან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ რკინიგზა, 263 კმ გადის საქართველოზე, ხოლო სარკინიგზო ხაზის 79 კმ თურქეთშია განთავსებული. ამ მაგისტრალზე სამგზავრო გადაყვანების ამოქმედებაც იგეგმება, ოღონდ მას შემდეგ, რაც მშენებლობა დასრულდება და მაგისტრალი თავისი სარკინიგზო შემადგენლობით ყველა სტანდარტის სერტიფიკატს მიიღებს. ბაქო - თბილისი - ყარსის (BTK) რკინიგზა ბევრად უფრო მომგებიანადაა მიჩნეული ტვირთების გადასაზიდად, ვიდრე ტრადიციული საზღვაო გადაზიდვები, თუმცა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა დღემდე სატესტო რეჟიმში მუშაობს და, ექსპერტების შეფასებით, ამ დერეფნის სარგებლიანობას ამცირებს და საქართველოც კარგავს შემოსავალს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს შევა. ამჟამად, BTK-ზე სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები. BTK-ის დერეფანში ამჟამად მაღალი რისკის შემცველი ტვირთის, მაგალითად, ნავთობპროდუქტების გადაზიდვა აკრძალულია. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ხდება მხოლოდ საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის გადაზიდვები. სატესტო რეჟიმში მუშაობის მიუხედავად, მაგისტრალზე ტვირთბრუნვა მზარდია. 2017 წელს BTK-ის დერეფანმა 2500 ტონა ტვირთი გაატარა, 2020 წელს კი 252 ათასი ტონა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system