თავში

მთავრობა ფერმერებს, ბანკების გარეშე, თავად დააფინანსებს

მთავრობა ფერმერებს, ბანკების გარეშე, თავად დააფინანსებს
მთავრობა ფერმერებს, ბანკების გარეშე, თავად დააფინანსებს

მთავრობა ბანკების სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოთი ჩანაცვლებას აპირებს.

როგორც report.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, სააგენტო ევროპის სტრუქტურებში გადის სერტიფიცირებას და აგროსესხებისთვის რესურსის მიმღებიც და გამცემიც თავად იქნება. ეს კი უწყების განმარტებით, სახელმწიფოსაც სარგებელს მისცემს და ფერმერამდეც მეტი ფული მივა.

"გვაქვს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, რომელიც არა მარტო სოფლის მეურნეობის განვითარებას, სოფლად ბიზნესის განვითარებასაც ემსახურება. ახლა ეს სააგენტო გადის სერტიფიცირებას ევროპულ სტრუქტურებში და თვითონ იქნება რესურსის მიმღები და გამცემი, რაც რეალურად გამორიცხავს არამწარმოებლურ ხარჯებს. უფრო მეტი ფული მივა ფერმერამდე და უფრო რეალური შედეგები გვექნება. საპროცენტო განაკვეთი უკვე სახელმწიფოსთვის სარგებელი იქნება, იმიტომ რომ ბანკში ჩადგომა ფულს გვიძვირებს“, –აცხადენებ უწყებაში.

ცნობისთვის, კომერციული ბანკების მიერ აგროკრედიტზე გაცემულ ორმილიარდიან სესხში მთავრობის თანადაფინანსება, პროცენტის დაფარვის სახით, 270 მილიონი ლარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system