თავში

მთავრობამ "ფრონტერას" ხელშეკრულება შეუწყვიტა

მთავრობამ "ფრონტერას" ხელშეკრულება შეუწყვიტა
მთავრობამ ფრონტერას ხელშეკრულება შეუწყვიტა

„ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ“ კომპანია „ფრონტერას“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაგზავნა.

ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ნავთბის და გაზის კორპორაცია“ ავრცელებს.

კორპორაციის განცხადებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გაიზიარა სააგენტოსა და კორპორაციის ხედვა კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებთან ერთად დაადგინა, რომ ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმით „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ”-მა არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც სახელმწიფოს კონტრაქტის შეწყვეტის უფლებას ანიჭებს.

გადაწყვეტილების მიხედვით, მოპასუხეებს დაევალათ აანაზღაურონ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და ასევე, მოსარჩელეების მიერ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები. 

"საქართველოს ნავთბის და გაზის კორპორაციის“ ცნობით, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ასევე დააკმაყოფილა შეუამდგომლობა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენისა” და ფრონტერა აშშ-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების გამოთხოვის თაობაზე და შეწყვიტა წარმოება ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

კორპორაციის განმარტებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა.

უწყება აღნიშნავს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, 2020 წლის 27 აპრილს სააგენტომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს” გადასცა შეტყობინება კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე. კონტრაქტი ავტომატურად შეწყვეტილად მიიჩნევა მასში განსაზღვრული ვადის ამოწურვისას – მიმდინარე წლის 27 ივლისს.

შეგახსენებთ, გუშინ "ფრონტერამ" მთავრობა დეზინფორმაციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მხარე მიზანმიმართულად აყალბებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.

"ხელისუფლებამ გაავრცელა ყალბი ახალი ამბები, რომელიც განზრახ ამახინჯებს არბიტრაჟის შედეგებს. ამ განცხადებებმა და ყალბმა ახალმა ამბებმა გამიზნულად შელახეს ჩვენი კომპანიის მიერ საქართველოში ოცდაოთხი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოები და მასთან დაკავშირებული ინვესტიციები, რაც $ 500 მილიონ დოლარს აჭარბებს. ამ დღეებში გავრცელებული ასეთივე ყალბი ამბები და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები შეიცავს შეუფერებელ მცდელობას შეურაცხყონ აშშ ხელისუფლება და მოახდინონ როგორც მათი, ასევე ფრონტერას მსგავსი ამერიკული ბიზნესის სხვა მხარდამჭერთა დისკრედიტაცია," - აღნიშნულია "ფრონტერას" განცხადებაში.

„სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ კი უარყოფენ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის” სახელით გავრცელებულ გაცხადებაში გამოთქმულ ცრუ და არაკორექტულ შეფასებებს. ქართული მხარე კომპანიას მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში ნებაყოფლობით შეასრულონ საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, ქართული მხარისთვის მიკუთვნებული თანხების (დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარი) გადახდის ჩათვლით.

"აღვნიშნავთ, რომ არბიტრაჟის წესების მიხედვით, საბოლოო გადაწყვეტილების გასაჯაროება შესაძლებელია მხარეების თანხმობით. სააგენტო და კორპორაცია თანახმაა გასაჯაროვდეს გადაწყვეტილება. კორპორაციამ თანხმობისთვის მიმართა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს”, თუმცა მათი მხრიდან ჯერ პასუხი არ მიუღია“,  - აღნიშნულია საქართველოს ნავთბის და გაზის კორპორაციის“ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system