თავში

მთავრობას გადამამუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობას ურჩევენ

მთავრობას გადამამუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობას ურჩევენ
მთავრობას გადამამუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობას ურჩევენ

სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებისთვის დიდი პოტენციალია, რის ათვისებაც წლების განმავლობაში ვერ ხერხდება. აკადემიკოს ავთო სილაგაძის განცხადებით, ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი რესურსია სოფლის მეურნეობაში, თუმცა მნიშვნელოვანია, ნედლეული ქვეყნიდან არ გავიდეს და ადგილზევე მოხდეს გადამუშავება, რაც გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ეკონომიკას. აკადემიკოსი მთავრობას ურჩევს, რომ გადამამუშავებელი მრეწველობის როლი გააძლიეროს, მით უმეტეს, რომ ეს საკითხი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაშიც ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს.

,,გადამამუშავებელი მრეწველობის პოტენციალია როგორც პროდუქტის, ასევე ხე-ტყის შემთხვევაში. მომხრე ვარ, რომ უფრო მეტად უნდა დაიტვირთოს მეტალურგიული საწარმო, მაგრამ ეს შმოსავალი ქვეყნიდან მაინც გადის, ადგილზე წარმოების განვითარებას ვერ ხმარდება. განსხვავებული მდგომარეობაა აგრარულ სფეროში, მეტი შემოსავალი გვექნება, თუ შევძლებთ, რომ პროდუქცია აქვე დამზადდეს და ქვეყნიდან მზა სახით გავიდეს. ამაზე ყურადღების გამახვილება განსაკუთრებით მომგებიანია პანდემიურ პერიოდში, როცა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ფაქტობრივად ერთადერთია, რომელიც მაღალი მოთხოვნის სარგებლობს და შანსი უნდა გამოვიყენოთ. ამაზე აქცენტები დაისვა ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაშიც, რომელიც ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის პერიოდში შემუშავდა.  ამ გეგმის მიხედვით, რიორიტეტი იყო ეროვნული სექტორის განვითარება, მათ შორის მრეწველობა და აგრალური სფეროები განიხილებოდა პრიორიტეტად. ჩვენი გათვლით, ამას ასეულ ათასობით სამუშაო ადგილი უნდა შეექმნა. თუკი ამ გეგმას ავამუშავებთ, მოსახლეობა  დიდ სარგებელს მიიღებს და ეკონომიკა ამოისუნთქვს", - ამბობს სილაგაძე. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს აუცილებლად გააჩნდეს ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმა, სადაც გათვლილი იქნება, ყოველწლიურად უნდა იყოს გაწერილი, რა შედეგს მივაღწევთ ეკონომიკაში, ამის გარეშე არაფერი გამოვა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, 12 მარტამდე სამინისტროებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულების დოკუმენტების შედგენასა და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის გაწერაზე იმუშავებენ.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებაშია განმარტებული, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზანი 2022-25 წლების სამოქმედო გეგმის შექმნაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system