თავში

მთავრობას მეტი საგადასახადო შეღავათის დაწესებისკენ მოუწოდებენ

მთავრობას მეტი საგადასახადო შეღავათის დაწესებისკენ მოუწოდებენ
მთავრობას მეტი საგადასახადო შეღავათის დაწესებისკენ მოუწოდებენ

ბიზნესის დახმარების მიმართულებით გაწეული სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, კრიზისის უფრო და უფრო ღრმავდება. შექმნილ სიტუაციაში სპეციალისტები ეკონომიკის გახსნას ითხოვენ,  ზოგიც რიგი საგადასახადო შეღავათის მომხრეა. ბიზნესის სამართლის ექსპერტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ  დღგ-ს გადასახადის ახალი ზღვარი დადგინდეს, რაც წარმოების მნიშვნელოვან ზრდას შუწყობს ხელს. ჩარგეიშვილი მომხრეა, რომ გადასახადის ზღვარი შეადგენდეს 500 ათას ლარს და აცხადებს, რომ ეს იქნება ეკონომიკური ურთიერთობების გაჯანსაღებაში დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი.

,,ქართული ეკონომიკა ეპიდემიის გამო რთულ სიტუაციაშია და მისი კონკურენტუნარიანობა საგრძნობლად შემცირებულია. ამას განაპირობებს ისიც, რომ ბიზნესი ჩაკეტილია, ვინც მუშაობს, ისიც ვერ ერევა ვალდებულებებს, ასეთ დროს ფინანსური სტაბილურობა ყოველთვის აღმოჩნდება საფრთხეში, რის მრავალი მაგალითია. ჩემი აზრით, მთავრობის მხრიდან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, თუკი ინდივიდუალური მეწარმეებისთვის დღგ-ს გადასახადის ზღვარს 500 ათას ლარამდე ასწევენ, ნაცვლად 100 ლარისა. ეს ბევრ მეწარმეს შეუქმნის მოტივაციას, წაახალისებს ბიზნესს და რიგი სუბიექტები გადაწყვეტილებების მიღებისას მეტ სითამამეს გამოიჩენენ, თავადაც მეტად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას შეეცდებიან.  არ არის გამორიცხული, ამით ბიზნესის ბრუნვა გაიზარდოს, რასაც დღეს კომპანიები პრაქტიკულად ვერ ახერხებრნ  და გაჩერებული არიან. ვხედავთ, რომ ბიზნესგარემო შეიცვალა, ბევრი კომპანია სტრუქტურულადაც გადაეწყო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კრიზისულ გამოწვევას ადეკვატური პასუხი გაეცეს. უფრო მეტად  ჩაკეტვა, ლოკდაუნი, პრობლემას ქმნის და ბიზნესს უნდა შეეძლოს ამ სიტუაციასთან გამკლავება, რისთვისაც საგადასახადო შეღავათების შემსუბუქება ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს ჩარგეიშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ის საგადასახადო შეღავათები განმარტა, რომლითაც ბიზნესი მიმდინარე წელს ისარგებლებს.

მინისტრის თქმით, საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა მთავრობას სხვადასხვა ტიპის დახმარების განხორციელების საშუალება მისცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system