თავში

მუშაობის განახლების მსურველ კომპანიებს აპლიკაციის შევსება მოუწევთ

მუშაობის განახლების მსურველ კომპანიებს აპლიკაციის შევსება მოუწევთ
მუშაობის განახლების მსურველ კომპანიებს აპლიკაციის შევსება მოუწევთ

იმ ბიზნესსუბიექტებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო, მთავრობის შესაბამისი დადგენილებებით შეჩერებულები არიან და მუშაობის განახლება სურთ, სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

აპლიკაცია ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე უკვე აიტვირთა და ეტაპობრივად, სხვა რამდენიმე უწყებაც ატვირთავს. 

"ეს აპლიკაციები შეეხება როგორც სამშენებლო კომპანიებს, ასევე საშენ მასალათა ინდუსტრიას, ასევე დანარჩენ სხვა ბიზნესებს, ვინც დღეს არ არის იმ ჩამონათვალში, რაც ეხება ნებადართულ ბიზნესებს, ასევე შეეხება ონლაინ-გაყიდვებსა და სავაჭრო ქსელებსაც, ვინც დღეს არასასურსათო საქონლის საბითუმო მიწოდებას ვერ ახერხებს. ეს მარტივი ფორმებია, სადაც ასახული იქნება კონკრეტული კომპანიის მზადყოფნა, რომ დაიცვას თავისი მომხმარებლები და თანამშრომლები. შექმნილია მობილური ჯგუფები, რომელშიც მონაწილეობს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროს ტექზედამხედველობის ინსპექცია და შესაბამისი მუნიციპალური ინსპექციები. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ჩვენ რესურსი გვეყოს და სწრაფად გადავამოწმოთ მრავალი ბიზნესი ერთდროულად. როგორც კი ჩვენ ვრწმუნდებით, რომ კონკრეტულ ბიზნესში, მათ შორის იმ ბიზნესებში, ვინც ონლაინ აპირებს, რომ განახორციელოს მიწოდება, იქნება ეს წიგნები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა თუ სხვა, დაცულია მარტივი, ელემენტარული პირობები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დადგენილი. ჩვენ ამას წარვუდგენთ საგანგებო შტაბს და მიიღება გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამას დრო დასჭირდება, რამდენიმე დღე, შეიძლება ერთი კვირა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს სწორედ ის ერთი-ორი კვირაა, რაც ყველას გვჭირდება, რომ დავყოთ მაქსიმალურად სახლებში. ასე რომ ჩავთვალოთ, რომ ეს არის ის აუცილებელი მსხვერპლი, რასაც ბიზნესები გაიღებენ იმისთვის, რომ თვითონ დარჩნენ უსაფრთხოდ და მათი თანამშრომლები დარჩნენ უსაფრთხოდ,"  - განმარტა მინისტრმა და ბიზნესს მოუწოდა გამძლეობისკენ, მოთმინებისკენ და სრული მობილიზაციისკენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system