თავში

"ქართული ეკონომიკის ბურჯებო, ჩვენო ბიზნესმენებო!" - რას სთავაზობს თურნავა ბიზნესს

რას სთავაზობს თურნავა ბიზნესს
ქართული ეკონომიკის ბურჯებო, ჩვენო ბიზნესმენებო! - რას სთავაზობს თურნავა ბიზნესს

"ქართული ეკონომიკის ბურჯებო, ჩვენო ბიზნესმენებო, პოსტკრიზისულ პერიოდს მომზადებული დახვდეთ. სხვაგვარად, ჩვენ ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანები და როგორც სხვა ყველაფერში, მათ შორის ვირუსთან ბრძოლაში, რამდენიმე ნაბიჯით წინ ვუსწრებთ მსოფლიოს, ამაშიც გავუსწროთ წინ და ჩვენ ამაში დაგეხმარებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანას წინ ახალი პერიოდი ელის და ამ ახალ ეკონომიკურ რეალობაში ის ბიზნესი იქნება ყველაზე მეტად კონკურენტული, მეტად მოთხოვნადი, რომელიც იქნება ყველაზე მეტად უსაფრთხო.

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ქართული ეკონომიკის ბურჯებო, ჩვენო ბიზნესმენებო, ამ პერიოდს მომზადებული დახვდეთ“, - განაცხადა თურნავამ. და ბიზნესს სთხოვა გამოიჩინონ გამძლეობა, მოთმინება, შეგნება და გაითვალისწინონ მთავრობის ყველა რეკომენდაცია თუ მოთხოვნა, რაც მათ უსაფრთხოების ნაწილში ევალებათ.

ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ შემუშავებულია აპლიკაციები, რომლებიც სწორედ იმ ბიზნეს სუბიექტებმა უნდა შეავსონ, რომელთაც საქმიანობის განახლება სურთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system