თავში

მზის პანელები 87 სოფლის 207 ოჯახისათვის დამონტაჟდა

მზის პანელები 87 სოფლის 207 ოჯახისათვის დამონტაჟდა
მზის პანელები 87 სოფლის 207 ოჯახისათვის დამონტაჟდა

"საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლებში მუდმივად მაცხოვრებელი ოჯახებისთვის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის, კახეთისა და აჭარის 16 მუნიციპალიტეტის 87 სოფლის 207 ოჯახისათვის დამონტაჟდა მზის პანელები," – ამის შესახებ აღნიშნულია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს განხორციელდა მესტიის მუნიციპალიტეტის ორი უშუქო სოფლის - ხალდესა და ჰეშკილის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით ელექტროგადამცემი ხაზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები. ამჯამად მშენებლობა-ლიცენზირების და კვლევის ეტაპზეა ჯამში 5 მზის ელექტროსადგურის პროექტი.

საქართველოს მთავრობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად. დოკუმენტის მიხედვით, აშენებულია წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და თიანეთ-ხევსურეთის მკვებავი გაზსადენები, ხოლო ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა დაახლოებით 16 300 პოტენციურ აბონენტს. 

"2019 წელს ხელისუფლებამ შეიმუშავა გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმა. სამწლიანი გეგმის ფარგლებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 295 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას განახორციელებს, ჩაატარებს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, რისთვისაც 229 მლნ. ლარი დაიხარჯება“, – წერია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system