თავში

ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ფულადი შემწეობის იმედადაა

ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ფულადი შემწეობის იმედადაა
ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ფულადი შემწეობის იმედადაა

საქართველოში სოციალურ შემწეობას ოფიციალურად ნახევარ მილიონზე ბევრად მეტი ადამიანი იღებს და მათი წრე შეიძლება გაფართოვდეს. როგორც სტატისტიკოსი ავთო სილაგაძე report.ge-თან აღნიშნავს, ფაქტობრივად მეორე ამდენია იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც შემოსავალი არ ყოფნით და სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას საჭიროებენ. ერთადერთი, რაც ამ მდგომარეობას შეცვლის, აკადემიკოსის განმარტებით, სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკის ზრდაა, რაც პანდემიურ პერიოდში და შემდგომი რამდენიმე ხნის განმავლობაშიც ძნელად მიღწევადია. 

,,საქართველოში სიღარიბის დონე ძალიან მაღალი მასშტაბისაა. სტატისტიკა ისედაც არსახარბიელოა, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა რეალურად იმ ოჯახების მდგომარეობა, რომლებსაც ასევე ძალიან უჭირთ, მაგრამ სოციალურ შემწეობას ვერ იღებენ. რაოდენობრივად მათი რაოდენობა მეტია, მაგრამ აქ სხვა საკითხიცაა. რამდენად საკმარისია ის თანხა, რომელსაც შემწეობის გზით იღებს მოსახლეობა. რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. სიღარიბის დონე  მაღალია ქვეყანაში და კიდევ მეტია ადამიანი, ვინც დახმარებას საჭიროებს. შეიძლება ითქვას, რომ სტატისტიკურ მონაცემთან შედარებით, გაორმაგებულიცაა ანუ მეტია, ვიდრე სტატიტიკა აჩვენებს", - ამბობს ავთო სილაგაძე.

აკადემიკოსის თქმით, მოსახლეობის 20%-ს შეადგენენ ის ადამიანები, რომლებიც შემწეობას არ იღებენ, მაგრამ რეალურად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან.

,,აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის სტატისტიკაში არ იანგარიშება სამუშაო ძალა, ვინც სამუშაო ადგილს არ ეძებს, ამიტომ უმუშევრობა უფრო დაბალი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ადამიანებს არ აქვთ იმედი, რომ იპოვიან ისეთ სამუშაოს, რომ მეტი შემოსავალი ჰქონდეთ, ამიტომ ჯერდებიან შემწეობის მიღებას. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოახლეობის წილი, 20%-ის ფარგლებია, ესენი არიან გაჭირვებული ოჯახები, რომლებსაც შემოსავალი არ ყოფნით. მონაცემი იანგარიშება იმის მიხედვით, დღეში საშუალოდ რამდენს ხარჯავს, რადგან საერთაშორისო სტანდარტით,  სულზე 2 დოლარზე ნაკლები თუ იხარჯება, ადამიანი უკიდურეს სიღარიბეშია და ჩვენ ასეთი ძალიან ბევროი მოქალაქე გვყავს, მათ შორის არიან ბავშვებიც", - ამბობს სილაგაძე და დასძენს, რომ  მდგომარეობას გამოასწორებს სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკის განვითარება, რასაც ალტერნატივა არ აქვს. ა

კადემიკოსი მთავარ აქცენტს ადგილობრივი წარმოების ზრდაზე აკეთებს.

ცნობისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს სექტემბრის მონაცემებით, სახელმწიფოსგან ყოველთვიურ საარსებო დახმარებას უკვე 502 258 ადამიანი იღებს, რაც საქართველოს მოსახლეობის 13.5%-ია.

სახელმწიფოსგან დანიშნულ საარსებო მინიმალურ თანხას, რომელიც თვეში 60 ლარია თითო ადამიანზე, საქართველოში მცხოვრები 140 ათასი ოჯახი იღებს. ბოლო ერთ წელიწადში კი, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, ამ დახმარების მიმღებთა რიცხვი 17%-ით არის გაზრდილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system