თავში

NASA კოსმოსურ ტურიზმს იწყებს

NASA კოსმოსურ ტურიზმს იწყებს
NASA კოსმოსურ ტურიზმს იწყებს

report.ge-მ უკვე გიამბოთ ამერიკული კერძო კომპანია space x-ის გეგმებზე, ახლა ჯერი NASA-ზეა. ცნობილი ხდება, რომ ამერიკის ეროვნულმა კოსმოსურმა სააგენტომ, მთვარის ხომალდების პროექტებზე, წინადადებების მიღება დაიწყო. კომერციული ორგანიზაციებისთვის, პროექტების შემოტანის ბოლო ვადად, პირველი ნოემბერი დასახელდა. მთვარეზე ადამიანების გადამყვანი რაკეტების წარმოება, "ნასას" არტემიდას პროექტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. The Verge-ს ცნობით პროექტის საბოლოო მიზანს წარმოადგენს, მთვარის გარშემო ორბიტალური სისტემის აგება, სახელწოდებით "კარიბჭე", სადაც ადამიანის ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობები იქნება შექმნილი, ხოლო დედამიწიდან კომპლექსამდე მოძრავი სამგზავრო ხომალდი, მაქსიმალურად კომფორტული იქნება გადაადგილებისთვის. ხომალდის პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს სამ ძირითად მოთხოვნას: 1. მას უნდა შეეძლოს ორბიტალურ სადგურამდე გაფრენა, 2. ორბიტალური სადგურიდან მთვარეზე გაფრენა და 3. მთვარიდან უკან დაბრუნება. NASA-ს ახალი ხომალდები ფრენას 2021 წელს დაიწყებენ, თუმცა კომპანია პირველი მგზავრების ოფიციალურ გაყვანას მთვარეზე, 2024 წლისთვის გეგმავს, ხოლო 2025 წლისთვის რეგულარული მიმოსვლის დაწყებაა დაგეგმილი. როგორც ჩანს, კოსმოსური ტურიზმის განვითარება, 2025 წლიდან თვალსაჩინო იქნება, ხოლო მთვარე აქტიურ კონკურენციას გაუწევს, პოპულარულ ტურისტულ ადგილებს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system